ახალი პაციენტების კორონავირუსით დაინფიცირების წყარო ცნობილია

0
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს ქვეყანაში დაგვემატა 6 დადასტურებული პაციენტი. მისი თქმით, 3 ინფიცირებული პაციენტი ქუთაისშია გადაყვანილი, სამი თბილისში რჩება, არცერთი არ არის შიდა გავრცელება. „ინფექციურ საავადმყოფოში სულ 33 პაციენტი იმყოფება. აქედან, მძიმე პნევმონიით 7 პაციენტია, 2 მათგანი შედარებით მძიმედაა, მათთან დაწყებული მკურნალობის მიუხედავად, დაავადება პროგრესირებს, მაგრამ ძალიან აგრესიულად არა. იმედი გვაქვს, მათი მდგომარეობაც დასტაბილურდება“, – ამბობს ეზუგბაია. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 214 შემთხვევაა დაფიქსირებული. COVID-19-ის დამარცხება ბოლო მონაცემებით 50-მა პაციენტმა შეძლო. უცვლელია გარდაცვლილთა რიცხვი. კორონავირუსით საქართველოში სამი ადამიანი დაიღუპა
0