Newsreport.ge აქვეყნებს ინტერვიუს ინფიცირებული სტიქაროსნის დედასთან. ქალი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ დედაქალაქში პირბადის გარეშე გადაადგილდებოდა, რადგანაც არ იცოდა, რომ კორონავირუსით იყო დაინფიცირებული.
, , არ ვიცოდი, რომ კორონავირუსი მჭირს, პირბადის გარეშე მოვიარე ქალაქი. რაც შევიტყვეთ, იმის მერე სახლში ვართ გამოკეტილები. 4-ში გათენდა დილა, მამაჩემი ვერ ადგა ლოგინიდან. მოდი მეთქი, ტაქსით წავიყვან, ფილტვებზე გადავუღო, რამე არ მოუვიდეს კაცს-მეთქი.
ქუჩის ხალხი დამეხმარა, გამვლელები, ტაქსშიც ხომ გადაედო. მე ამ დროს ხომ არ ვიცოდი, რომ კორონა სჭირს. ამ დროს მომადგა სასწრაფო. მეც მქონია თურმე მაგ დროს კორონავირუსი, მე წამოვედი და 2 ტაქსი გამოვიცვალე. ისინიც ხომ დაავადნენ?! პირბადის გარეშე დავდიოდი მთელი ქალაქი. ფული გადავუხადე, ის ფულიც ხომ მიიტანა იმ კაცმა სახლში კორონავირუსიანი?! თორემ, ჩემი შვილი და მე ვისხედით სახლში, ”- აცხადებს დაინფიცირებული ქალი.
ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირება აღნიშნულ ქალბატონსა და მის სამ ოჯახის წევრს დაუდასტურდა, რომელთაგან ერთ-ერთი სტიქაროსანია.
#სტიქაროსანი
#კორონავირუსი
#ინფიცირება
#პირბადე
#tbilisidaily
y