მაკრონი აპირებს ქვეყანაში იზოლაციის ზომები გაახანგრძლივოს.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აპირებს გამოუცხადოს თავის თანამემამულეებს, რომ მან გადაწყვიტა, 15 აპრილს არ დასრულდეს კორონავუსის გამო დაწესებული შემზღუდავები. ინფორმაციას პარიზის მედია ავრცელებს.
მაკრონი გეგმავს იზოლაციის ზომები გაახანგრძლივოს. მათ შორის თვითიზოლაციის წესებიც ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის, 13 აპრილის საღამოს ის ამ ყველაფერს ტელევიზიით გამოაცხადებს. ჯერჯერობით, საფრანგეთის ხელისუფლებას არ გადაუწყვიტავს რამდენ ხანს გაგრძელდება ეს წესები.
#საფრანგეთი
#მაკრონი
#კორონავირუსი
#Headline