დონალდ ტრამპი: ვერ ვიჯერებ, რომ ჯანმოს დირექტორი პოლიტიზებაზე საუბრობს

0
ვერ ვიჯერებ, რომ ჯანმოს დირექტორი პოლიტიზებაზე საუბრობს იმის გათვალისწინებით, თუ რა ურთიერთობა აქვთ ჩინეთთან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე. „ჯანმოს უკეთ უნდა განეხორციელებინა სამუშაო. ძალიან იყვნენ ჩინეთზე ორიენტირებული. ამბობდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ ადამიანიდან ადამიანზე ინფექციის გადადება არ ხდება, რომ არ არის საჭირო საზღვრების ჩაკეტვა. მიუხედავად ამ განცხადებებისა, საზღვრები ჩავკეტე და ეს გადაწყვეტილება ჯანმოს წინააღმდეგობის მიუხედავად მივიღეთ. ასობით მილიონს ვხარჯავთ ჯანმოზე და უკეთ უნდა იმუშაონ. ვერ ვიჯერებ, რომ ჯანმოს დირექტორი პოლიტიზებაზე საუბრობს იმის გათვალისწინებით, თუ რა ურთიერთობა აქვთ ჩინეთთან. მეტს ვიხდით, თუმცა ყველაფერი კეთდება, როგორც ჩინეთს სურს. ეს სამართლიანი არ არის“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეიესუსმა დონალდ ტრამპსა და მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, ნუ მოახდენენ კორონავირუსის კრიზისის პოლიტიზებას. ჟურნალისტების კითხვას, დონალდ ტრამპის მხრიდან კრიტიკაზე ჯანმოს დირექტორმა უპასუხა: „თუ არ გსურთ უფრო მეტი სიკვდილიანობა, თავი შეიკავეთ პოლიტიზებისგან. კორონავირუსის თემის პოლიტიზება კარანტინში მოათავსეთ“. მისივე თქმით, ამ თემის პოლიტიზება ცეცხლთან თამაშის ტოლფასია და ყველა სახელმწიფო, მათ შორის აშშ და ჩინეთი, ერთობლივად უნდა მოქმედებდნენ კორონავირუსთან ბრძოლაში. თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტში შენატანის გაკეთების შეჩერების საკითხს შეისწავლის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ. ყველა სიახლე Times 09 აპრილი 2020, 11:21COVID19 Times: ბრიტანეთს კორონავირუსზე ანტისხეულების მილიონობით ტესტი აქვს, თუმცა ეს მეთოდი არ ამართლებს ბრიტანეთს კორონავირუსზე ანტისხეულების მილიონობით ტესტი აქვს, თუმცა ეს მეთოდი არ ამართლებს, - ამ სათაურით სტატიას The Times-ი აქვეყნებს. მთავრობის მიერ შეკვეთილი ანტისხეულების ტესტებიდან არც ერთია გამოყენებისთვის ვარგისი - აღიარა ტესტირების მიმართულების ახალმა უფროსმა. ნინო ნიჟარაძე 09 აპრილი 2020, 11:17COVID19 ნინო ნიჟარაძე: ქობულეთში ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული 40 ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა ქობულეთში ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული 40 ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განუცხადა. მისივე თქმით, აჭარაში სულ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფი 116 ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა უარყოფითია.
0