31 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

0
9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 31 წელი გავიდა. 31 წლის განმავლობაში პირველად, თბილისში, პარლამენტის წინ მდებარე 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია კორონავირუსის საფრთხის გამო ცარიელია. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. მანამ, 11 საათზე თბილისში კომენდანტის საათი გამოცხადდა, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობას ცნობა კომენდატის საათის ამოქმედების შესახებ ტელევიზიით მხოლოდ 22 საათსა და 15 წუთზე მიეწოდა. დარბევისას გამოყენებულ იქნა მომაკვდინებელი იარაღი: ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად ქალები. ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. ზუსტად ორი წლისთავზე, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა.
#9აპრილი
#ეროვნულიტრაგედია
#დარბევა
#მანიფესტაცია
#საქართველო
#tbilisidailyy
0