ნიუ იორკში ცუდი ამბებია

0
ნიუ იორკში, რომელმაც ყველაზე მძიმე დარტყმა მიიღო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ დღეში კორონავირუსით რეკორდული რაოდენობის, 779 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში ნიუ იორკის შტატში ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა 6, 268 -ს აღწევს. გუბერნატორი ენდრიუ კუომო აღნიშნავს, რომ შტატმა კორონავირუსისგან იმაზე ორჯერ მეტი ადამიანი დაკარგა ვიდრე 2001 წლის 11 სექტემბერის ტერაქტის დროს. ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა ასევე ისაუბრა გარდაცვლილთა შორის გადანაწილებაზე. ოთხშაბათს გამოტანილი სტატისტიკის თანახმად , ნიუ იორკის მოსახლეობიდან, შავკანიანი და ესპანურად მოსაუბრე ორჯერ მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე თეთრკანიანი. მისი თქმით, მეტი მონაცემებია საჭირო იმის დასადგენად, თუ რატომ არის დაავადებულთა რიცხვში ფერადკანიანი, ესპანურ ენოვანი და ღარიბი ნიუ იორკელები, განსაკუთრებულად დაზარალდნენ. ”როგორც ჩანს, მძიმე დღეები ღარიბ ხალხს ყოველთვის უფრო ძვირად უჯდებათ” - თქვა ბ-ნ კუომომ. წყარო - New York Times
#headline
#nytimes
#coronavirus
#news
United States
0