,,ერთმორწმუნეობის'' სისხლიანი პოლიტიკის მოკლე ქრონოლოგია საქართველოში!

0
ყველაზე გულგრილად, უფრო სწორედ მეხსიერების დონეზე მაინც რომ გავიხსენეთ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ის სამწუხარო პარალელები, რომელიც ე.წ. , , ერთმორწმუნე'' რუსეთან იძულებით გვაკავშირებდა, მხოლოდ დიდ ტკივილსა და სისხლის ღვრას წავაწყდებით. პირადად მე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიიდან აი რა მახსენდება: 1. 1783 წლის გეორგევსკის ტრაქტატი-საქართველოს მიტოვება და ღალატი რუსეთისგან; 2. 1770 წელს ასპინძის ბრძოლაში ტოტლებენისგან ერეკლეს მიტოვება აწყურის ციხესთან ბრძოლის დროს და მცდელობა ერეკლეს ჩამოგდებისა. 3. 1800 წელის პავლე პირველის მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ. 4. 1801 წელს რუსეთის იმპერატორისგან მრავალსაუკუნოვანი ბაგრატიონთა ტახტის გაუქმების გადაწყვეტილება. 5. 1802 წელის 12 აპრილი სიონის გარშემო რუსული ჯარის ალყის შემორტყმა და ქართველი თავადაზნაურების იძულებით მეფის რუსეთის წინაშე ფიცის დადება; 6. 1803 წლიდან დაიწყეს მასიური გადასახლებები ბაგრატიონების შორეულ რუსეთში. 7. 1804 წელს დაიდო იძულებით ფაქტიურად მოღალატური ელაზნაურის ტრაქტატი სოლომონ II-სთან რუსეთის მხირდან; 8. 1809 წელს რუსები შეიჭრნენ ქუთაისში და ჯარი შეიყვანეს; 9. 1810 წელს საქართველოს მთავარსარდალი გენ.ტორმასოვი ქუთაისში ჩავიდა იმერეთის სამეფო გაუქმებულად გამოაცხადა; შეიპყრეს იმერეთის მეფე; 10. 1804-1828 წელებში გაუქმეს გურიის სამთავრო; 11. 1858 წელს სვანეთის სამთავრო გააუქმეს; 12. 1810 წელს შევიდნენ აფხაზეთში. 13. 1811 წელს გაუქმე მრავალსაუკუნოვანი ქართული მართმადიდბებლი ეკლესიის ავტოკეფალია, არ დაგავიწყდეთ მონღოლებს არც კი დაუბეგრავთ ეკლესია და საეგზარქოსო დააწესეს ვარლამის და თეოფილაქტე რუსანოვის ხელმძღვანელობით, რომლისგანაც დაწყევლილ იქნა საქართველო და ქართველობა, პასუხს შეეწირა დიმიტრი ყიფიანი (მოკლეს); 14. 1811 წელს იძულებ სით გადასახლეეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ანტონ II; 15. 1802 წელს მოხდა პოლიტიკური გამოსვლა კახეთში, სიხსლში იქნა ჩახშობილი რუსეთის მიერ; 16. 1804 წლის აჯანყება აღმოსვალეთ საქართველოს მთიანეთში-აქაც ქართული სისხლი დაიღვარა ერთმორწმუნეებისგან; 17. 1841 წელს მოხდა გურიის მაშტაბური აჯანყება, აქაც , , ერთმორწმუნეობამ'' დიდი სისხლის დაღვარა ჩვენი მამულისშბვილების; 18. 1814 წელს დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო გაუქმეს; 19. 1819-1820 — ანტიკოლონიური სახალხო აჯანყება ცარიზმის რეაქციული პოლიტიკის წინააღმდეგ. რა დროსაც ე.წ. ეკლესიის რეფორმის დროს უამრავი საეკლესიო სიწმინდე და ქონება ჩაირცხეს რუსეთის ხაზინაში, ფაქტიურად გაძარცვეს ქართული ეკლესია; 20.1820 წლის 4 მარტს რუსეთის მთავრობამ დააპატიმრა ექვთიმე გენათელი, დოსითეოს ქუთათელი, დარეჯან ბატონიშვილი (სოლომონ I-ის ასული) და რამდენიმე გავლენიანი თავადი და აზნაური და მათი რუსეთში გაგზავნა გადაწყვიტა; პარალელურად დარბიეს რაჭა და რაჭველები; 21.1819 წლის იმერეთის აჯანყების დროს დოსითეოს ქუთათელი რუსეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა, როგორც აჯანყების ერთ-ერთი მოთავე. რუსეთში გადასახლების დროს იგი გზაში მოკლეს. 22. 1832 წლის შეთქმულების მონაწილეები გადასახლეს და სატიკად დასაჯეს. 23. 1924-1937 წლებში ათასობით ადამიანი დახვრიტეს და გადაასახლეს; 24. დღემდე არ ვიცით ტიციან ტაბიძისა და სხვათა საფლავები, იძულებით თავი დახოცინეს ცისფერ ყანწელების წარმომადგენლებს; 25. დევნიდნე ქართულ ენას, აღდომას ერთმორწმუნე რუსეთის შიშით წინაპართა საფლავებზე ვერ გავიდოდა ადამიანი; გადაღებეს და გაუქმეს ასეულობით ქართული ტაძრები, ზოგი აფეთქეს და მათ ადგილზე სასტუმროები და მთავრობის სახლები დადგეს; 26. დაიწყეს დემოგრაფიული ექსპანსია 27. გაუქმეს ქართული სკოლები; 28. ყველა ოფიციალურ სტრუქტურას რუსი ჩინოვნიკი ჩაუყენეს სათავეში, ქართველები მეორე ხარისხოვანი გახდნენ; 29. მკაცრი იყო ცენზურა და ამას შეეწირა ქართველ მწერალთა მრავალი თაობა; 30. გაასაჩუქრეს ძირძველი ქართული მიწები (ჰერეთი და სხვ.) 31. 1921 წელს დაიპყრეს კვლავ საქართველო დაიღუპა უამრავი ადამიანი (კოჯორ-ტაბახმელის მიდამოებში) 32. 1921 წელს დამხეეს და ემიგრაციაში გადახვეწეს ეროვნული მთავრობა; 33. მოგვიწყეს 1956 წლის სისხლიანი დღეები თბილისში; 34. სასტიკად დევნიდნენ ქართულ პროფესურას, ივანე ჯავახიშვილი გამოაგდეს და სხვა უამრავი მის მიერვე დაარსებულ უნივერსიტეტიდან; 35. 1978 წელს მოინდომეს ქართული ენის სტატუსის შეცვლა; 36. 1989 წლის 9 აპრილი, დახოცეს და სასტიკად აჩეხეს ახალგაზრდობა; 37. აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ძმა-ძმას აკვლევინეს, დანარჩენი თვითონ წააკლეს. 38. 90-იანების სისხლიანი მარათონი მოაწყეს თბილისში... 39. 2008 წელს მოახდინა საქართველოს დაბობვა, ტერიტორიების მიტაცება და უამრავი მშვიდობიანი ადამიანი დახოცეს; მეგობრებო ეს მოკლედ რაც გამახსენდა, ისე ზემოთ ნახსენებ თითვეულ თარიღში უდიდესი სისხლი აქვს დაღვრილი ამ ბოროტების იმპერიას ჩვენს მიწაზე თუ შორეული რუსეთის დილეგებში; დღემდე აგრძელებს აგრესიულ და სისხლისმღვრელ ქმედებებეს საქართველოსა თუ კავკასიური ქვეყნების მიმართ! და ყოველივე ამის მერე გამოვიდეს ვინმე ქორვაჭარი და მითხრას რუსეთი არ არის ოკუპანტი და მას უნდა მოვეფეროთ რადგან ერთმორწმუნეაო! მაპატიეთ იმისთვის რომ კიდევ ბევრი მათ მიერ ჩადენილი მავნებლური საქმე ვერ ჩამოვწერე რადგან ცოტა დავიღალე!
#politics
#religion
0