თბილისის ინფექციიური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 33 პაციენტიდან 7-ს მძიმე პნევმონია აღენიშნება.
, , 33 პაციენტი გვყავს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. მინდა გითხრათ, რომ მძიმე პნევმონიით გვყავს 7 პაციენტი, მათგან 2 არის უფრო მძიმე, რომლებთანაც მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა, დაავადება პროგრესირებს, მაგრამ ძალიან აგრესიულად არა და იმედი გვაქვს, რომ მათი მდგომარეობაც დასტაბილურდება და გამოჯანმრთელდებიან.
დანარჩენი 5 პაციენტი ჯერჯერობით როგორც მძიმე პნევმონია და მძიმე დაავადების ფორმა, ასე ფასდება, “- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ინფექციური საავადმყოფოდან უკვე გაეწერა 37 პაციენტი.
#მარინაეზუგბაია
#კორონავირუსი
#პნევმონია
#პაციენტი
#tbilisidaily
y