ცეცხლში გახვეული გემიდან ეკიპაჟის 12 წევრი ამოიყვანეს – ქართველი მეზღვაური

0
გუშინ, 8 აპირილს, გვიან ღამით, 3:00 საათზე ხემლთაშუა ზღვაში მცურავ გემზე ხანძარი გაჩნდა. გემზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. როგორც ბათუმელი მეზღვაური, გიორგი თუშმალიშვილი ფეისბუქზე წერს, ცეცხლმოდებულ გემის ეკიპაჟის წევრებს დახმარება გაუწიეს. პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი – Arife-ს ეკიპაჟის წევრებმა სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს და ცეცხლმოდებული გემიდან ყველა მეზღვაური უსაფრთხოდ გადმოიყვანეს. „გუშინ გაჩნდა ხანძარი გემზე, საბედნიეროდ მსხვერპლის გარეშე. ჩატარდა სამაშველო ოპერაცია, ჩვენს გემზე ამოიყვანეს ეკიპაჟის 12 -ვე წევრი. მადლობა ღმერთს მსხვერპლის გარეშე ჩაიარა გუშინდელმა ღამემ“ – წერს მეზღვაური და ვიდეოს ავრცელებს.
0