ათონის მთაზე 20 აპრილამდე ყველა მსახურება, მრევლისა და მომლოცველების გარეშე ჩატარდება

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141056 ათონის მთაზე პილიგრიმებისა და მორწმუნეების ვიზიტებზე დაწესებული შეზღუდვა 20 აპრილამდე გახანგრძლივდა. შესაბამის გადაწყვეტილება ათონის მთის ადმინისტრაციამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიიღო. ეს ნიშნავს, რომ 20 აპრილამდე ყველა მსახურება, მათ შორის აღდგომის დღესასწაული, მრევლისა და მომლოცველების გარეშე ჩატარდება. ამ პერიოდში გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ სპეციალისტებისა და მუშებისთვის, რომელთაც შესაბამისი ნებართვა ადმინისტრაციიდან აქვთ მიღებული.
0