ქართველი ხალხისთვის გამძლეობა და თავგანწირვა უცხო არ არის - ამერიკის საელჩო

0
საქართველოში ამერიკის საელჩო 9 აპრილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამ დღეს პატივს მივაგებთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, მაგრამ ამას ვერ მოესწრნენ. , , ქართველი ხალხისთვის გამძლეობა და თავგანწირვა უცხო არ არის. ეროვნული ერთიანობის დღის 31 წლისთავზე ჩვენ ვიხსენებთ 21 უდანაშაულო ადამიანს, ვინც თბილისის ქუჩებში სიცოცხლე დაკარგა და იმ ასობით დაშავებულს ვინც მათ გვერდით იდგა. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რისთვისაც ამდენი იბრძოლა”, - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
#საელჩო
#აშშ
#9აპრილი
#დამოუკიდებლობა
#tbilisidaily
y
0