47 votes
0 comments
0 shares
Save
დილამშვიდობისა
292 views
Nino Kakulia
Poti · 3 months ago

❤️❤️❤️❤️❤️❤️

#goodplaces #news #opinion #art #photo
Nino Kakulia
Poti · 3 months ago
Similar Posts
Nino Kakulia
Poti · 3 months ago
საქართველო ისევ პირველია
🌐🇬🇪 CNN-ის დღევანდელი მონაცემებით - ევროპაში ყველაზე სუფთა ჰაერი თბილისშია🌲🌲🌲 #goodplaces #opinion #news #photo Tbilisi
Nino Kakulia
Poti · 3 months ago
სადღაც ჩეხეთში შორს
💙💙💙💙💙💙💙💙 #goodplaces #opinion #news #photo #art
Nino Kakulia
Poti · 3 months ago
Freedom
"როცა ადამიანი წყვეტს არჩევანის გაკეთებას, ის წყვეტს ადამიანად ყოფნას" -ენტონი ბერჯესი - "მექანიკური ფორთოხალი" #opinion #goodplaces #art #photo
Nino Kakulia
Poti · 2 months ago
ჯოკერი , კრიმინალური სამყაროს მასხარა პრინცი 80 წლისაა
🤯 ზუსტად 80 წლის წინ შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე დამამახსოვრებელი და ცნობილი უარყოფითი პერსონაჟი, ჯოკერი.🤡🃏 🃏 ჩემი აზრით ლეჯერმა, ნიკოლსონმა და ფენიქსმა ის ლეგენდად აქციეს 🤫 მაგრამ ლეჯერი ნომერ პირველია ჩემთვის 🎖️ბოლო -ბოლო პირველი ოსკაროსანი ჯოკერია, რომელმაც ჯოკერის რეიტინგი ისე აწია, თვით ბეტმენსაც და ადამიან ობობასაც გადაუწსრო რეიტინგით 🤫 💥 ცოტა რამ ჯოკერის პერსონაჟის შესახებ 💥 🃏 სუპერბოროტმოქმედი ჯოკერი შექმნილია DC _ ის კომიქსების მიხედვით , როგორც ბეტმენის მტერი და მისი დებიუტი შედგა კომიქსში Batman #1 რომელიც გამოვიდა 1940 წელს. შემქმნელებმა ჯოკერის ძირითადი ვიზუალური მხარე აიღეს 1928 წელს გადაღებული ფილმიდან “ადამიანი რომელიც იცინის” 🤯 , სადაც ფილმის მთავარ გმირს არასწორად ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შედეგად სახეზე მუდმივი ღიმილი აღბეჭდება და მას თეთრი გრიმის მეშვეობით ფარავს. ბეტმენის კომიქსის სცენარისტი ჯერი რობინსონი პირველ ნომერზე მუშაობდა როდესაც მან სამუშაო მაგიდაზე ჩვეულებრივი ჯოკრის კარტი შენიშნა, აი ასე შეიქმნა ეს გამორჩეული პერსონაჟი. 💛🤯 🤡 ჯოკერს ეძახიან კრიმინალური სამყაროს მასხარა პრინცის და სიძულვილის კლოუნს. თავიდან ის იყო სრულიად შეშლილი მკვლელი, ეშმაკისეული ინტელექტით და არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით, რომელსაც არავინ ებრალება და არაფერს არ ნანობს ( კომიქსში იხსენებს თუ როგორ ააფეთქა საბავშო ბაღის ეზო). როდესაც კომიქსმა საოცარი პოპულარობა მოიპოვა ჯოკერის პერსონაჟი შეცვალეს ექსცენტრული, ხუმარა,მაგრამ უვნებელი ჯოკერით რის შემდეგაც შკარა გახდა რომ პირველ ჯერზე ბევრად პოპულარული იყო. 💥 🤯ჯოკერი განსხვავდება სხვა სუპერბოროტმოქმედებისაგან 💥. 💥პირველი, მას არ გააჩნია არანაირი სუპერ ძალა (ტელეკინესური, მაგიური და ა.შ) ჯოკერის ძალა მის სიგიჟეშია. მას არაფრის არ ეშინია რაც ახასიათებთ მხოლოდ შეშლილებს. მისი გეგმები იმდენად დახვეწილია, რომ მისი ამოხსნა გენიოსებსაც კი არ შეუძლიათ. მას არანორმალური გონება აქვს. მას არ გააჩნია საზღვარი, არანაირი შეზღუდვები და მორალი, მას შეუძლია ნებისმიერს უღალატოს და დასცინოს, თავის ტყვიით გახვრეტილ მუხლებსაც. ერთ-ერთმა ავტორმა ის მოიხსენია როგორც სუპერ-სწორადმოაზროვნე რომელსაც შეუძლია სწორად იაზროვნოს ამ შეშლილ და მუდმივად ცვალებად სასტიკ მსოფლიოში. 💥 🤯 მეორე, ჯოკერს არ გააჩნია არანაირი ლეგენდარული წინაისტორია,რაც ხსნის მის ჩამოყალიბებას როგორც ჯოკერი. სხვადასხვა ავტორები სხვადასხვანაირად ყვებიან მის ისტორიას, თვითონ ჯოკერი კი ამბობს:”არმახსოვს რა იყო წარსულში, მაგრამ ესე ნამდვილად არ ყოფილა… და თუ მაინც გაინტერესებთ ჩემი წარსული შემიძლია შემოგთავაზოთ მრავალგვარი და თქვენ აირჩიეთ” ამით ის გვაჩვენებს მის ამოუცნობ ძალას, წარმოქმნას ქაოსი და გაიკვლიოს გზა მასში თავისუფლად. 💥 💥🤡 მესამე ,ბოროტმოქმედები ცდილობენ უბრალოდ გაუსწორდნენ “ღამურას” (ბეტმენს) ჯოკერი მას უყურებს როგორც თითქმის მეგობარს, რომელთანაც სურს ითამაშოს დაუსრულებელი კატა-თაგვობანა.მისი მიზანი არ არის მოწინააღმდეგის განადგურება, მისი მიზანია თვითონ შეწინააღმდეგების პროცესი, მას უნდა აჩვენოს ბეტმენს რომ ისიც ისეთივე შეშლილია როგორც თვითონ, სარკისებური ანარეკლია ჯოკერისა. მისი გარეგნობა (თოვლივით თეთრი კანი, წითელი ტუჩები, მწვანე თმები, იასამნისფერი კოსტუმი) და გენიალური მაგრამ შეშლილი გონება, აქცევს მას დაუვიწყარ პერსონაჟად, ის არ კარგავს ფანებს უკვე 70 წელია. 🤡🤯 🤡🃏 ჟურნალ Wizard-ის გამოკითხვებით ჯოკერი 100 ყველა დროის საუკეთესო დამნაშავეს შორის პირველ ადგილზე გავიდა. მეორე ადგილზე გავიდა IGN-ის გამოკითხვებში, სახელწოდებით ”კომიქსების 100 ყველა დროის საუკეთესო ბოროტმოქმედი” . მერვე ადგილი დაიკვა ჟურნალ Empire-ს გამოკითხვაში – ისტორიაში არსებული კომიქსების საუკეთესო ქმნილებები (თუმცა სუპერბოროტმოქმედებს შორის მან პირველი ადგილი აიღო). ყველა დროის, კომიქსებში გამოგონილ სუპერბოროტმოქმედებს შორის, ჯოკერს მსოფლიო გამოკითხვებით პირველი ადგილი უკავია. 🤡🃏 🎖️💛 ჰიტ ლედჯერი გახდა პირველი მსახიობი რომელმაც კომიქსის მიხედვით გადაღებულ ფილმში მონაწილეობისთვის მიიღო ოსკარი.ოსკარის მისაღებად გარდაცვლილი მსახიობის მაგივრად გამოვიდნენ მისი მამა, დედა და და. ლედჯერის ჯოკერის წყალობით ფილმმა უდიდესი მოგება ნახა. 2009 წელს განიხილებოდა ოსკარზე წარდგენილი ფილმების რიცხვის გაზრდა, რადგან ხალხი გამოთქვამდა პროტესტს იმის გამო, რომ 2008 წელს “ბნელ რაინდს” ოსკარი არ მიენიჭა. ფილმმა 21-ე საუკუნის საუკეთესო ფილმის წოდებაც კი მიიღო. მთავარი სენსაცია კი ის არის, რომ ჯოკერმა რეიტინგით გაუსწრო თვით ბეტმენს, ადამიან-ობობას და სუპერმენს.🎖️💛#joker #hollywood #news #goodplaces #photo #art #opinion #business #design Tbilisi Kutaisi Batumi
Nino Kakulia
Poti · 2 months ago
ჯეკ ნიკოლსონმა ჯიმ ქერის უწოდა “შემდეგი თაობის ჯეკ ნიკოლსონი "
⭐️ ჯეიმს იუჯინ ქერი დაიბადა 1962 წელს,კანადაში. 🇨🇦🍁 ⭐️ მისი კარიერა მოიცავს ოქროს გლობუსის 7 ნომინაციას და აქედან 2 ჯილდოს ფილმებისთვის : “თრუმენის შოუ”(1999) და “ადამიანი მთვარეზე”(2000). 🏆🎗️ ⭐️ამათ გარდა მას აქვს სხვა 47 ჯილდო და 95 ნომინაცია. 🎖️🏆 ⭐️ ადრეულ წლებში ჯიმი და მისი ოჯახი მუშაობდნენ ქარხანაში რათა ცხოვრებისთვის მინიმალური სარჩო მოეპოვებინათ. ⭐️ჯიმი 16 წლის ასაკში სკოლიდან გამოუშვეს. ⭐️ბავშვობაში იძინებდა ფეხსაცმლით, იმ შემთხვევაში თუ ღამით მის ოჯახის წევრებს გართობა მოესურვებოდათ.❤️ ⭐️ მამა პირველად გახდა 25 წლის ასაკში, როცა მისმა ყოფილმა ცოლმა მელისა ქერიმ გააჩინა გოგონა სახელად ჯეინი 1987 წელს. 👨‍👧💙 ⭐️ ხოლო ბაბუა გახდა 48 წლის ასაკში, როცა ჯეინმა გააჩინა ბავშვი სახელად ჯექსონი. 👴💙 ⭐️ 1999 წლიდან 2000 წელამდე დანიშნული იყო რენე ზელვეგერზე(ამერიკელი მსახიობი და პროდუსერი), მათ ჰქონდათ ქორწილის გეგმებიც თუმცა ყველაფერი ჩაიშალა. 🤯🧐 ⭐️ 2004 წელს მიიღო ამერიკის მოქალაქეობა, რითაც გახდა ორი ქვეყნი( მშობლიური კანადისა და აშშ-ს) მოქალაქე. 🇺🇲🇨🇦💪 ⭐️ მსახიობობა ისწავლა ლეგენდარული მწრთვნელის, ლარი მოსისგან. 💥 ⭐️ ჯიმი ამბობს რომ მისი მტკივნეულად მორცხვი და მოსიყვარულე პერსონაჟი ჯოელი, ფილმიდან “ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება” ცხოვრებაში ცოტათი ჰგავს მას და გადაღებებზე იგი ფიქრობდა და იყენებდა მაგალითებად თავის განვლილ და ჩავარდნილ ურთიერთობებს. 💙 ⭐️ ჯიმს უმუშავია სერიალ “მეგობრების” ორ მსახიობთან ერთად. ესენია: კორტნი კოქსი - “ეის ვენტურა”(1994) და ჯენიფერ ენისტონი - “ყოვლისშემძლე ბრიუსლი”(2003).❤️ ⭐️ “People Magazine” -ის მიერ შესული იყო 50 ყველაზე მშვენიერ ადამიანთა სიაში, ასევე “UK magazine”-ის 1997 წელს შედგენილ სიაში “ტოპ 100 ყველა თაობის საუკეთესო კინოვარსკვლავი” 54-ე ადგილას იმყოფებოდა. 😲🙈 ⭐️ ენდი კაუფმანი იყო ამერიკელი კომიკოსი, მწერალი,არტისტი ვისი როლიც ჯიმმა შეასრულა ფილმში “ადამიანი მთვარეზე”(1999). ⚡😇 ⭐️ ასევე ენდი კაუფმანსა და ჯიმს, ორივეს აქვს დაბადების დღე 17 იანვარს. ❤️ ⭐️ რეპერ თუფაქ შაკურის (2Pac) საყვარელი მსახიობი იყო ჯიმ ქერი. ციხეში ყოფნის დროს კი ჯიმი წერილებს უგზავნიდა მას რათა გაემხიარულებინა.❤️ ⭐️ განიხილებოდა ჯეკ ბეღურას როლზე “კარიბის ზღვის მეკობრეებისთვის”, ასევე უილის როლზე ფილმისთვის “ჩარლი და შოკოლადის ქარხანა”, თუმცა ორივე როლი ჯონი დეპმა მიიღო. 🏴‍☠️🤯 ⭐️ “დოქტორი ვინ”-ის შესახებ არაფერი იცოდა სანამ დოქტორის როლი არ შესთავაზეს, თუმცა უარი თქვა, დიდი პასუხისმგებლობა უწოდა, რადგან მისი აზრით, ფანებს არ მოეწონებოდათ დოქტორის როლი შეესრულებინა ისეთ მსახიობს, რომელსაც მისი არსებობის შესახებაც კი არაფერი ჰქონდა განაგონი. 💥 ⭐️ ჯიმი პირველი მამაკაცი მსახიობია რომელმაც ერთი როლისთვის მიიღო 20 მლნ დოლარი. ეს იყო ფილმი “კაბელის ხელოსანი”(1996). 4 წლის შემდეგ, 2000 წელს კი ჯულია რობერტსი გახდა პირველი ქალი მსახიობი რომელსაც გადაუხადეს 20 მლნ დოლარი ფილმისთვის “ერინ ბროკოვიჩი”. 🤫😳 ⭐️ ნიკოლ კიდმანი ამბობს, რომ ჯიმი მისი საუკეთესო მეგობარი მამაკაცია. 💙 ⭐️ჯეკ ნიკოლსონმა ჯიმ ქერის უწოდა “შემდეგი თაობის ჯეკ ნიკოლსონი”. 💙 ⭐️ ჯიმი დიდი ფანია სერიალ “ვარდისფერი პანტერის”. 🌌 😵 ჯიმის ყოფილი შეყვარებული 2015 წელს გარდაიცვალა ზედოზირებისგან. 🥺 💙 “ვინც ქორწინება გამოიგონა, ძალიან სულელი ყოფილა, რადგან ქორწინება ამბობს: “მე შენ ისე ძალიან მიყვარხარ რომ ამ ამბავში ჩავრავ მთავრობას და ვეღარასდროს მიმატოვებ” 🤫#ჯიმქერი #ქერი #მსახიობი #hollywood #facts #goodplaces #news #opinion #photo #funny #art
Nino Kakulia
Poti · 2 months ago
ადამიანი,რომელიც სტუდენტებს უანგაროდ ეხმარება
💙 დღევანდელი ჩემი რესპოდენტი არის ჰელენ ცნობილაძე,რომელიც არის იურიდიული ფაკულტეტის რიგითი სტუდენტი.6 თვის წინ მან შექმნა თსუს სტუდენტებისთვის ჯგუფი “TSU Law Library📚“,რომელშიც დაიპოსტებოდა ყველა საგნის მასალა და ის ინფორმაცია , რაც იურიდიულ სფეროა ეხება.იდეაში მას არანაირ სარგებელს მოუტანდა ეს ყოველივე , თუმცა მაინც გადადგა ეს ნაბიჯი. გთავაზობთ პატარა ინტერვიუს ჰელენთან 🤫💙💡 1️⃣ რატომ გადაწყვიტე რომ ,ჩაგებარებინა მაინც დამაინც იურდიულ ფაკულტეტზე ? 🤔🧐 _ ჩემი ოჯახი ამ სფეროში ტრიალებს. მამა, რომელიც ადვოკატია და ყოფილი პროკურორი და საკმაოდ ახლო ნათესავი პაატა ცნობილაძეც,რომელიც თსუს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი გახლდათ. დიდი სურვილი მაქვს ,რომ მამაჩემს ამ საქმიანობაში დავეხმარო, აქვს საკუთარი კომპანია,თუმცა 1 პრობლემაა, ის სისხლის სამართლის სპეციალისტი გახლავთ და მე კერძო სამართლის მიმართულება მაინტერესებს, გამომდინარე იქედან , რომ ცხოვრებისეულ მომენტებში ეს მიმართულება უფრო გამოსადეგია, ინტერესს რაც შეეხება , ეს უკვე ინდივიდუალურია. 💥🌞 2️⃣ წიგნებისა და კონსპექტების ელექტრონული ვერსიების შეგროვება დიდ დროსა და ნებისყოფას მოითხოვს. რატომ გადაწყვიტე დრო დაგეთმო ამ ყველაფრისთვის და გეხმარება თუ არა ვინმე ? 🤔💙🤯 _ შესანიშნავი მოდერატორები მყავს არჩეული და ასევე მყავდა, უბრალოდ ხანდახან ვანახლებ მოდერატორებს.ყოველთვის გვერდში მიდგანან და ყველასთან მეგობრული დამოკიდებულება მაქვს . ზოგადად, საზოგადოებასთან მაქვს მეგობრული დამოკიდებულება , რამდენიმეს თუარ ჩავთვლით, ყველას ვერც მოვეწონები, თუმცა უმეტესად ვცდილობ, რომ ცივი არ ვიყო. დროს და ენერგიას კი მოითხოვს, უბრალოდ ამ უნივერსიტეტში იმდენი პრობლემაა, ამ კონკრეტული საქმიანობისთვის არავის ეცალა. არც სტუდენტებს ჰქონდათ ისეთი დამოკიდებულება , რომ ერთმანეთს დახმარებოდნენ, ხოდა ეს რომ შევამჩნიე,იმიტომაც მინდოდა გამეერთიანებინა ფაკულტეტი და ყველა ყველას გვერდში დგომოდა. დრო და ენერგია არ მენანება , თუ სასარგებლო მოქმედებებს ვახორციელებ 😃 3️⃣ როგორ ახერხებ იმას, რომ ჯგუფი არის ძალიან მოწესრიგებული. ყველა კონსპექტი, წიგნი არის ორგანიზებულად ატვირთული და ჯგუფში მხოლოდ თსუს იურდიული ფაკულტეტის სტუდენტები არიან ? 💥🧐🤯💙 _ ზოგადად, რამეს თუ წამოიწყებ, ბოლომდე ნუ მიიყვანო, თუ არ გაქვს იმის ნებისყოფა და სურვილი,რომ ბოლოში გახვიდე, არც უნდა დაიწყო. რადგანაც გაამართლა იდეამ და ყველა სერიოზულად მოვეკიდეთ, მეტი ორგანიზებულობისთვის შევიმუშავე პატარა ტაქტიკა. TOPICS- ის გრაფებში არის მოთავსებული საგნები მიმართულებების მიხედვით. რაც შეეხება მეორე კითხვას, მიუხედავად იმისა , რომ ჯგუფში არაფერი იპოსტება არათემატური,მხოლოდ წიგნები და წიგნები, არ ვამატებ არც ლექტორებს და არც სხვა უნივერსიტეტის ან ფაკულტეტის სტუდენტებს.ბევრი მოთხოვნა მომივიდა ლექტორებისგან და როცა საზოგადოებასაც ვკითხე, უნდა იყვნენ თუ არა ისინი ჯგუფში,მიპასუხეს ,სტუდენტებმა, რომ ეს ჩვენი , მომავალი იურისტების პირადი სივრცეაო და მორჩა , მანდ უკვე პატივი ვეცი მათ აზრს, ამიტომაც ვაკონტროლებ მკაცრად,რომ იქ იყვნენ მხოლოდ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები. ამ ყველაფერში მოდერატორებიც მეხმარებიან, მათ გარეშე არამგონია ასეთი შედეგი მიმეღო. 🌞🤗🤫 4️⃣ არსებობენ სტუდენტები,რომლებსაც არ მოსწონთ ეს იდეა ან ვინმე ყოფილა წინააღმდეგობაში? 🧐 _ ამ იდეის არმოწონება ბოროტება. თითქმის ყველას მოსწონს , კმაყოფილები არიან,მაგრამ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, პირადი შეურაცხყოფა მომაყენეს, ცუდად მომექცნენ, როცა მე მათ დახმარება ვსთხოვე,ყურადღება არ მომაქციეს.არავისთვის არაფერი დამიშავებია და საზოგადოებაში განიხილავდნენ ჩემს ტიპაჟს ცუდი ფორმებით.რადგანაც ვერ ვიტან “ნაგლობას” და უმადურობას, ყველა წავშალე ჯგუფიდან. ეს მხოლოდ ჩემი კი არა მოდერატორების უპატივცემულობაცაა, როცა რაღაცას გთხოვენ და შენ აიგნორებ,არადა დახმარება შეგიძლია,თუმცა ფეიქ ექაუნთებით მაინც ემატებიან წაშლის შემდეგ. ზოგადად, პრინციპული ადამიანი ვარ და ბოდიშის მოხდა არ არის ჩემთვის საკმარისი, გამაჩნია თავმოყვარეობა და დამცირება რომ ცუდია, 18-21 წლის სტუდენტებმა წესით უნდა იცოდნენ. 5️⃣ საბოლოოდ გეგმავ თუ არა უფრო გაფართოებას ჯგუფის და მაგალითად საიტის შექმნას ? 💥💙 _ არა,ვფიქრობ, ესეც საკმარისია. ელემენტარულად ადმინობა რეალური ფეისბუქიდანაც კი არ მდომებია,ვიფიქრე ფეიქექაუნთით შევქმნი მეთქი,არმინდოდა საზოგადოებაში წარმოჩენა,ვიცოდი რა შედეგებიც მოყვებოდა,ბევრი გამიცნობდა,ბევრიც განმიხილავდა ( ვახსენე ტიპაჟი),მაგრამ გამონაკლისებს თუარ შევეხებით,დადებითი ემოციებით მწერენ სტუდენტები,პირადადაც მე თუ ვერ ვცნობ,ისინი მცნობენ,ხოდა ზუსტად ეს აცოცხლებს ჯგუფს - პოზიტივი. იმედია,მომავალი ნაკადიც მეგობრული იქნება , რადგან წინ სატანჯველი ღამეები არელოდებათ და 80 გვერდის წაკითხვა არუწევთ 1 ღამეში.ჯგუფს რაღაც პრობლემებიც ჰქონდა ისე, რომლის მოგვარებაც შევძელი და ამ ინტერვიუდან მინდა მოვუწოდო ყველას,რომ ნუ იქნებით ცუდი ადამიანები, შეირგეთ რაც გაქვთ, რაც არ არის საჭირო, იმას ნუ ლაპარაკობთ, საკუთარი საქმის გაფუჭება კარგი,გასაგებია,მაგრამ სხვებმა რა დააშავეს? და კიდევ,კომერციული ხასიათის ჯგუფი შეიძლებოდა ყოფილიყო , მქონდა შანსი , სხვადასხვა ადვოკატები მთხოვდნენ საკუთარი ვიდეო-გაკვეთილების გაპიარებას,თუმცა ეს იდეა ჩემს რეალურ მიზანს არ შეესაბამება. 🌞💙 ჰელენ ცნობილაძე Tbilisi Kutaisi Batumi #opinion #goodplaces #news #art #photo #crypto #business #design #TSU #Facultyoflaw #law #library #lawlibrary #იურიდიული #იურიდიულიფაკულტეტი #თსუ
Nino Kakulia
Poti · 2 months ago
ვის ელოდება წინ „ ტკბილი ნოემბერი“?
💛🧡🍁🍂 ამ ვიდეოს ემოციების გარეშე ძნელია უყურო როგორც, ფილმს და სულში არ ჩაგწვდეს საუნდრეკი Enya : only time 🍂🍁💛💛 ❤️🍁🍂 ფილმში მაყურებელი საკუთარი სულის ნაწილს აღმოაჩენს, რადგან ფილმის ნახვის შემდეგ თითოეულ ჩვენგანს აუცილებლად გაუჩნდება სურვილი, სწორედ რომ შემოდგომაზე განვიცადოთ მსგავსი სიყვარული და საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებულ თვეს ვუწოდოთ - ტკბილი ნოემბერი. ფილმში ულამაზესი სასიყვარულო ისტორიაა ასახული. ნელსონი, რომელმაც სარეკლამო აგენტობის კარიერას თავი შესწირა, ერთ დღეს მანქანის მართვის გამოცდაზე გაიცნობს ქალს, რომელიც ძალიან განსხვავდება სხვა დანარჩენი ქალებისგან. საბოლოოდ, ნელსონი საცხოვრებლად მასთან გადავა და მთელ ნოემბრის თვეს სარასთან გაატარებს. სამწუხაროდ, ფილმს სევდიანი დასასრული აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფილმში ნაჩვენები ეპიზოდები, შემოდგომის პეიზაჟები და ფოთოლცვენა ბაღებში, კინომოყვარულებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. 🍁🍂❤️ ❤️🍁🍂 ეს არის ცხოვრებისეული, ლამაზი კადრებით, დადებითი ემოციებით აღსავსე ფილმი, რომელიც კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ ცხოვრებაზე, იმ ლამაზ მომენტებზე, რომლებიც გამოგივლიათ, ან ჯერ კიდევ წინ გელით. მიხვდებით, რომ ცხოვრება მეტი არაფერია, თუ არა წუთებისა და წამების ერთობლიობა, რომლებიც ჩვენში გარდატეხას ახდენენ, გვჩუქნიან სითბოს, სიყვარულს, მოგონებებად გარდაიქცევიან და თანგვდევენ მთელი ცხოვრების განმავლობაში. მსახიობების ბუნებრიობა, გულწრფელობა და სილაღე ისეთ შთაბეჭდილებას შეგიქმნით, თითქოს ისტორია ნამდვილია და არა გამოგონილი. ვფიქრობ, სიყვარულის ეს ლამაზი ამბავი წლებს აუცილებლად გაუძლებს და თამამად ვიტყვი, რომ გაუძლო კიდეც, რისი ვარაუდის საფუძველს მისი გადაღებიდან გასული 19 წელი მაძლევს.❤️ “November is all I know, and all I ever wanna know.” ❤️🍁 Every month is november,Sara and I love you every day.This is our month.It never has to end. Surrender all the attempts to control life,yours or mine. I live for one thing: to love you, to make you happy, to live firmly and joyously the moment.🍁❤️#sweetnovember #ტკბილინოემბერი #news #goodplaces #opinion #photo #art Tbilisi
Nino Kakulia
Poti · 2 months ago
ულამაზესი იაპონია
❤️❤️❤️ საინტერესო ფაქტებ იაპონიაზე ❤️❤️❤️ 💗 . იაპონია შედგება დაახლოებით 6800კუნძულისგან. 💗. იაპონიის მოსახლეობის 21% შეადგენს ხანშიშესულ და მოხუც ადამიანებს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. 💗 იაპონიაში ბავშვებზე მეტი შინაური ცხოველია. 💗 იაპონიაში არსებობს 130სკოლა სადაც ასწავლიან ანიმეს გახმოვანებას. 💗 იაპონური ანიმე გამოშვების რაოდენობით მსოფლიოს ანიმაციების 60%ს შეადგენს. 💗 იაპონური მატარებლები(მეტრო) გასაოცარი პუნქტუალურობით გამოირჩევა. მაქსიმუმი დაგვიანებისა არის 18წამი(ამაზეც კი ბოდიშს იხდიან სადგურის წარმომადგენლები). 💗 იაპონია ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა ჯიბის ქურდების და საერთოდ ქურდობის მხრივ. ძალიან ხშირად ჩატარებულა ექსპერიმენტი, როცა ადამიანი ტოვებს საფულეს ქუჩაში და მას ხელსაც კი არავინ ახლებს. 💗 იაპონიაში შობადობა იმდენად დაბალია, რომ ბავშვების პამპერსებზე მეტი უფროსების პამპერსები იყიდება. 💗 კუბის ფორმის საზამთროს ხშირად შეხვდებით იაპონიაში. 💗 იაპონიაში არსებობს ”სუიციდის ტყე”, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი ასრულებს სიცოცლეს თვითმკვლელობით. რეიტინგით ეს ადგილი მსოფლიოში მეორეა ამერიკაში მდებარე Golden Gateის შემდეგ. 💗 რამენს (ნუდლსს) რაც უფრო ხმამაღლა ”ხვრეპ” ეს იმის ნიშანია რომ მოგწონს და გემრიელია და უზრდელობად არ ჩაგითვლიან, პირიქით. #goodplaces #opinion #news #photo #art #japan #facts Japan Tbilisi
Nino Kakulia
Poti · 2 months ago
ამაზე ლამაზი ფისო გინახავთ ?
რა ვუყო ამ პრინცესის დონის გოგოს? 🎀🦋 ბაბი 💕 📸 მარიშკა ჯიქია #goodplaces #opinion #photo #art #funny #news #cat #love Tbilisi Kutaisi Batumi
Nino Kakulia
Poti · 2 months ago
დღის ფოტო – გახარებული ექთნები და ბედნიერი 2 წლის ანდრია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა
კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი 2 წლის ბი­ჭის დედა, ნანა პა­პა­ვა “ფე­ის­ბუქ­ზე” პოსტს აქ­ვეყ­ნებს და გვი­ზი­ა­რებს ფო­ტოს, რო­მელ­ზეც გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ბი­ჭუ­ნა ექი­მებ­თან ერ­თა­დაა აღ­ბეჭ­დი­ლი. “ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლია ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში, სა­დაც ჩემ­მა პა­ტა­რა ბიჭ­მა ძა­ლი­ან გუ­ლის­ხმი­ე­რი, გამ­ბე­და­ვი და შრო­მის­მოყ­ვა­რე მედ­პერ­სო­ნა­ლის დახ­მა­რე­ბით და­ა­მარ­ცხა კო­ვიდ-19. მინ­და სა­ჯა­რო მად­ლო­ბა ვუ­თხრა მათ თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მი­სა და სით­ბოს­თვის, რა­საც ჩვენს მი­მართ იჩენ­დნენ. თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­თა­გა­ნი ხართ გმი­რე­ბი. ბევრ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ და მად­ლი­ერ პა­ცი­ენტს გი­სურ­ვებთ#coronavirus #covid19 #stayathome #კორონავირუსი #კოვიდ19 #კორონა #საქართველო #დარჩისახლში #news #opinion #goodplaces #photo #art Tbilisi Kutaisi Batumi