მოსალოდნელია თუ არა საქართველოში ხორბლის დეფიციტი და პურის გაძვირება?

0
საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის თქმით, საქართველოში ხორბლის დეფიციტი და პურის გაძვირება მოსალოდნელი არაა. „რამდენიმე დღის წინ ფოთის პორტში გემით შემოვიდა 6 ათასი ტონა ხორბალი. ზოგადად მაისი-ივნისის ჩათვლით შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, რომ ხორბალზე დეფიციტი არ შეიქმნება. საერთოდ, ეს ისეთი პერიოდია, როდესაც ხორბალი და ფქვილი სატვირთო მანქანებით შემოდის რუსეთიდან. 300 ტრაილერი მუშაობს. უბრალოდ, ახლა შეფერხებაა იმ მხრივ, რომ საბაჟოზე შემოსვლისას მძღოლები სავალდებულო კარანტინს გადიან“, -აცხადებს მალხაზ დოლიძე. მისივე ინფორმაციით, დიდი სავაჭრო ქსელები პურის რეალიზაციისთვის მიმწოდებლებისგან დიდ ქეშბექს ითხოვენ, ამიტომ პურის ფასის გაძვირების თავიდან აცილების მიზნით, კარგი იქნებოდა დედაქალაქში სარეალიზაციო ადგილების ცალკე გამოყოფა .
#პური
#ხორბალი
#ფასისმატება
#კორონავირუსი
#tbilisidaily
y
0