სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ID ბარათების და ბიომეტრიული პასპორტების გაცემა განაახლა, თუმცა, საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, მათი დაჩქარებული წესით გაცემა შეუძლებელი იქნება და სერვისს მომხმარებელი ტრადიციულ ვადაში, 10 დღეში მიიღებს.
ვისაც ბიომეტრიული პასპორტის აღება სურს და ერთხელ უკვე ჰქონდა აღებული ბიომეტრიული პასპორტი, მას შეეძლება განაცხადის გაკეთება my.gov.ge-ზე ან sda.gov.ge-ზე, ხოლო მზა დოკუმენტი დაინტერესებულ პირს ფოსტით გაეგზავნება.
#ბიომეტრიული
#პასპორტი
#ID
#საგანგებომდგომარეობა
#tbilisidaily