მოსალოდნელია თუ არა ხორბლის დეფიციტი და პურის გაძვირება
69 Views
Primetime
Tbilisi · 5 months ago

„ზოგადად მაისი-ივნისის ჩათვლით შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, რომ ხორბალზე დეფიციტი არ შეიქმნება“,- ამის შესახებ საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ განაცხადა.

როგორც იგი ამბობს, ეს ისეთი პერიოდია, როდესაც ხორბალი და ფქვილი სატვირთო მანქანებით შემოდის რუსეთიდან.

„რამდენიმე დღის წინ ფოთის პორტში გემით შემოვიდა 6 ათასი ტონა ხორბალი. ზოგადად მაისი-ივნისის ჩათვლით შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, ხორბალზე დეფიციტი არ შეიქმნება.

საერთოდ, ეს ისეთი პერიოდია, როდესაც ხორბალი და ფქვილი სატვირთო მანქანებით შემოდის რუსეთიდან. 300 ტრაილერი მუშაობს.

უბრალოდ, ახლა შეფერხებაა იმ მხრივ, რომ საბაჟოზე შემოსვლისას მძღოლები სავალდებულო კარანტინს გადიან“,-აცხადებს მალხაზ დოლიძე.

მალხაზ დოლიძის თქმით, პურის ფასის გაძვირების თავიდან აცილების მიზნით, კარგი იქნებოდა დედაქალაქში სარეალიზაციო ადგილების ცალკე გამოყოფა.

„დღეს ქსელური მაღაზიები ქეშბექს ითხოვენ. ეს არის თანხა, რომელიც უნდა გადაიხადო, რომ დააინტერესო მაღაზია.

ადრე მას ერქვა ფასდანამატი, რომელიც 5%-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. დღეს უკვე ყველა იმ ფასს ითხოვს, რაც თავად უნდათ.

მე რომ ქალაქის მერიაში ვიყო, მაღაზიებს გამოვუყოფდი სარეალიზაციო ადგილებს და საკუთარ პროდუქციას თავადვე აწარმოებდნენ“,- აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.


მოსალოდნელია თუ არა ხორბლის დეფიციტი და პურის გაძვირება - Primetime
primetime.ge
Primetime
Tbilisi · 5 months ago
2
Write a comment