საშინლად მაკანკალებდა და ვიყინებოდი,ვერ დავდიოდი – რას ჰყვება გერმანიაში მცხოვრები ქართველი კორონავი

0
13:10 | 2020-04-09 საშინლად მაკანკალებდა და ვიყინებოდი, ვერ დავდიოდი – რას ჰყვება გერმანიაში მცხოვრები ქართველი კორონავირუსის სიმპტომებზე გააზიარე სოციალურ ქსელში გერმანიაში მცხოვრებლი ქართველი, ნინო გელაშვილი პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ის კორონავირუსით არის დაინფიცირებული. ნინო გელაშვილი მის სიმპტომებს აღწერს და დაავადების სიმძიმეზე წერს. „მე COVID-19 ით ინფიცირებული ვარ. მოგიყვებით რა და როგორ მოხდა: კვირას 28.03 სამსახურიდან როცა ვბრუნდებოდი, თავი შეუძლოდ ვიგრძენი, კანკალმა ამიტანა. სახლში რომ მივედი გავიზომე სიცხე 37.4 მქონდა. თავი მტკიოდა და ხელები და ფეხები გაყინული მქონდა, ცხელ წყალში ჩავდე ფეხები, მაგრამ ამან უფრო ცუდათ გამხადა. ორშაბათს, დილით გადავურეკე ოჯახის ექიმს. არ მოხვიდეო, ერთი კვირა სახლში დარჩი და ცნობას დაგიწერ რომ ცუდად ხარო. არ დავუჯერე და გადავრეკე ჯანდაცვის სამინისტროში (ეს ხდება გერმანიაში) ტესტი დამინიშნეს სამშაბათს 15:50 წუთზე. ამასობაში მე ორშაბათი ღამე გავათენე, სიცხე მიწევდა თუ არა ვიწყებდი საშინელ კანკალს და ვიყინებოდი. სამშაბათ საღამოს წამთვლიმა, გამოღვიძების თანავე მქონდა ღებინების შეგრძნება და ვგრძნობდი რომ გული მიმდიოდა, ასე მივბობღდი აივანტან. სუფთა ჰაერმა მიშველა. ოთხშაბათიც იგივე იყო, ვერ დავდიოდი, უღონოდ ვიწექი. ხუთშაბათს დამირეკეს და მითხრეს რომ კორონა ვირუსი მქონდა. ეს და კიდევ 1000 ზარი, კონტაქტ პიროვნებების იდენტიფიცირება და.ა.შ. დაიხურა ორივე სამსახური სადაც მე ვმუშაობდი. დავურეკე ისევ ოჯახის ექიმს და ვუთხარი რომ ფილტვის და გულ-მკერდის არეში ტკივილს ვგრძნობდი, ამ ქალმა მოიცადეო და თუ გაგიგრძელდა ტკივილი მერე გავაკეთოთ რენდგენიო. პარასკევს დილით უკვე ძალიან ცუდად ვიყავი, თავბრუსხვევა, უღონობა, სიცხე, ხველება. დავრეკეთ ცხელ ხაზზე და წავედი საავადმყოფოში, გამიზომეს ჟანგბადის დონე სისხლში და გამიკეთეს რენდგენი. აღმოჩნდა მარჯვენა ფილტვის ანთება. ჟანგბადით მომამარაგეს, დაველოდე ტრანსპორტს და გადამიყვანეს კოვიდის ცენტრში. სადაც ვიყავი 2 დღე, (მხოლოდ მაკვირდებოდნენ). სამწუხაროდ ამ ვირუსით დაავადებული ადამიანების მდგომარეობა ძალიან სწრაფად იცვლება, ამიტომ ჟანგბადის დონეს სისხლში, წნევას, სუნთქვის სიხშირეს და სიცხეს 2 საათში ერთხელ მიმოწმებდნენ. ამასობაში გამომივლინდა იშვიათი სიმპტომები, როგორიცაა კუჭის აშლა და გულის რევა. 5 აპრილს გამომწერეს, მითხრეს არანაირი ანტიბიოტიკი არ გჭირდება, უბრალოდ მუცელზე დაწექიო. გადავურეკე ისევ ჩემ ოჯახის ექიმს (ამას გამოვცვლი) გინდა თუ არა ამოქსიცილინი დალიე, დღეში 3-ჯერო. ვსვამ ამ ანტიბიოტიკს და მტკივა კუჭი.. https://primetime.ge/sitskhe-mitsevda-vitskebdi-sashinlad-makankalebda-da-vikinebodi-ras-hkveba-qartveli-infitsirebuli-koronavirusze/
0