გორელმა ადვოკატმა შვედეთიდან შვილების დაბრუნებისთვის ფული შეაგროვა

0
გორელი ადვოკატი, თამარ თედლიაშვილი საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავდა. როგორც თავად ადვოკატი აცხადებს, თავისი ორი შვილი შვედეთში იმყოფება და გამოსამგზავრებელი ბილეთის ფულისთვის, რამოდენიმე ასეული ევრო ესაჭირდებოდათ. მისი განცხადებით, თუ სამი დღის განმავლობში ბილეთის ფულს ვერ შეაგროვებდნენ, ისინი ღია ცის ქვეშ დარჩებიან. „მოგმართავთ თხოვნით, მაქვს გამოუვალი მდგომარეობა, ჩემი შვილების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომლებიც იმყოფებიან შვედეთში, კერძოდ სტოკჰომლში და ვერ ახერხებენ ბილეთების შეძენას. დაინიშნა ფრენა ერევნის მიმართულებით და სულ 2-3 დღე გვაქვს ბილეთების შესაძენად. მაქვს იმედი თქვენი თანადგომის" - აცხადებდა თამარ თედლიაშვილი. დახმარებისთვის მან საზოგადოებას გუშინ მიმართა და როგორ ცნობილი გახდა, უკვე საღამოს ბილეთებისთვის საჭირო ფული, უკვე შეგროვდა. მან ამის შესახებ ვიდეო მიმართვაში განაცხადა, სადაც ის მადლოვბას უხდის ადამიანებს გვერდში დგომისთვის და აცხადებს, რომ ის მუდმივად იქნება საზოგადოების გვერდით. „ჩემო მეგობრებო და ჩემთვის უცნობო ადამიანებო!! უღრმესი მადლობა თანადგომისთვის.იმისთვის რომ გულთან მიიტანეთ ჩემი თხოვნა...
#ჩვენდავბრუნდებით
მიყვარხართ ძალიან!!! “ - წერს ადვოკატი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
#დახმარება
#ადვოკატი
#საზღვარგარეთი
#goridaily
0