http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141061
თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან მათ ცენტრში არც ერთი არ არის დადასტურებული. ეზუგბაიას ინფორმაციით, ექვსი ახალი შემთხვევიდან სამი ქუთაისში იმყოფება, ხოლო სამი – თბილისში.
„სამი არის იმერეთის რეგიონში, ქუთაისში გადაყვანილი, სამი თბილისში. არც ერთი არ არის შიდა გავრცელება.როგორც ჩემთვის ცნობილია, ყველა არის შემოტანილი შემთხვევა.წყარო არის ცნობილი, ეს ნიშნავს, რომ არ არის მეორეული, მესამეული, მეოთხეული გადაცემა“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.