აშშ-ის საელჩო პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141063 აშშ-ის საელჩომ საქართველოში პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დაღუპულთა ხსოვნას. „ქართველი ხალხისთვის გამძლეობა და თავგანწირვა უცხო არ არის. ეროვნული ერთიანობის დღის 31 წლისთავზე ჩვენ ვიხსენებთ 21 უდანაშაულო ადამიანს, ვინც თბილისის ქუჩებში სიცოცხლე დაკარგა და იმ ასობით დაშავებულს ვინც მათ გვერდით იდგა. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რისთვისაც ამდენი იბრძოლა“, - ნათქვამია საელჩოს ფეისბუკგვერდზე.
0