ამერიკაში ეპიდემია მძვინვარებს

0
შეერთებულ შტატებში Covid-19 სწრაფად ვრცელდება შეერთებულ შტატებში Covid-19 სწრაფად ვრცელდება. ინფიცირებულთა რიცხვმა უკვე 435 000-ს გადააჭარბა. მკვეთრად გაიზარდა ფატალური შემთხვევების რიცხვიც და 15 000-ს მიაღწია. იწურება N95 რესპირატორების, ქირურგიული ნიღბების, ბახილებისა და სხვა სამედიცინო ინვენტარის მარაგი. შტატებში სიტუაცია გაუარესდა უმუშევრობის მხრივაც. სამსახურის გარეშე დარჩენილები განაცხადებს ქუჩაში ავსებენ. კრიზისის მიუხედავად, დონალდ ტრამპი ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის საკითხს, იმედიანად უყურებს. „კარგი იქნება თუკი ამერიკის ეკონომიკას გრანდიოზულად გავხსნით, ვფიქრობ ამას საკმაოდ მალე გავაკეთებთ. კონგრესს ვთხოვე დამატებით 250 მილიარდი დოლარი გამოყოს დასაქმებულთა ხელფასების დასაზღვევად, კერძო ბიზნესებს შეუნარჩუნოს თანამშრომლები და ხელფასები და მზად იყოს მუშაობის განახლებისთვის“ - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
#ამერიკა
#covid19
#USA
#headline
0