ვანში, კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა სასწრაფოს ექიმებს სიმპტომები დაუმალა

0
ვანის ადგილობრივი საავადმყოფო გუშინ მას შემდეგ დაიხურა, რაც 75 წლის ქალმა, რომელმაც საავადმყოფო 28 მარტს მაღალი სიცხით მიმართა, კორონავირუსი დაუდასტურდა. საავადმყოფოს ადმინისტრაციის თანამშრომლის ინფორმაციით, საავადმყოფოს 10-მდე წევრი თვითიზოლაციაში იმყოფება, მათ ნაწილს ანალიზები უკვე ჩაუტარდა და პასუხებს ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან. თვითიზოლაციაში იმყოფებიან აგრეთვე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთი ბრიგადის წევრები: ექთანი, ექიმი და მძღოლი, რომლებმაც Covid-19-ით ინფიცირებულს სახლში მიაკითხა. საავადმყოფოს თანამშრომელი „ტვ პირველთან“ საუბრისას ამბობს, რომ ინფიცირებულმა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადას დაუმალა სიმპტომების შესახებ და უთხარი, რომ წნევა ჰქონდა.
0