კომპანია „სილქნეტი“ მომხმარებელს განახლებულ სატარიფო პირობებს სთავაზობს

0
, , სილქნეტი” მომხმარებელს განახლებულ პირობებს სთავაზობს და ორი თვის სააბონენტო გადასახადს აუქმებს. კონპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედევად იმისა, რომ ამ რთულ და საპასუხისმგებლო ვითარებაში, სილქნეტმა, ისევე, როგორც კომპანიების უმრავლესობამ, შეზღუდა გარკვეული მომსახურებები და მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გრძელდება ოპერირება, კომპანია ინსტალაციებს არც ბოლო პერიოდში შეაჩერებს და აგრძელებს ახალი აბონენტების ქსელში ჩართვას განახლებული პირობებით. ახალი აბონენტებისთვის გაუქმდება ორი თვის სააბონენტო გადასახადი. , , სილქნეტის” ინფორმაციით, ეს შეღავათი შეეხება ქსელში ჩართვის პირველ და მეოთხე თვეებს, ხოლო ინტერნეტისა და ტელევიზიის ინსტალაციის საფასური იქნება: თბილისში - 120 ლარი, რეგიონებში - 100 ლარი. ასევე, აბონენტები, დამატებითი შეღავათის სახით, ადგილზე საჩუქრად მიიღებენ ჯეოსელის სიმ ბარათებს და ჩაერთვებიან აქციაში „შენი ოთხეული“ - ჯეოსელის ოთხი ნომერი ერთმანეთთან უფასო საუბრით.
#სილქნეტი
#ტარიფი
#აბონენტი
#საგანგებომდგომარეობა
#tbilisidaily
y
0