0
N 1 ფოტოზე ეროვნული ენის დაცვის დღეა; N 2 ფოტოზე ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამოცხადების დღე!... საქართველო იყო, არის და იქნება ეროვნული ღირსების დაცვისთვის მებრძოლი ერი! ჩვენ გენეტიკურად მოგვდგამს თავმოყვარეობა და არასოდეს დავუშვებთ ქართველის თვითმყოფადობის გაქრობას!!! შეიძლება ბევრ რამეში მოვიკოჭლებთ, შეიძლება ბევრჯერ დავმარცხდით ძლიერ მტერთან ბრძოლაში, შეიძლება მუდმივი, დაუსრულებელი ომებით გადაიღალა ერი და დროზე ადრეც დავნებდით, მაგრამ როდესაც მტერი ეროვნულ ღირსებას და ქართველის თავმოყვარეობას ეხება, ქართველი იწყებს გამოღვიძებას!... ეს ჩვენი გენეტიკური ჩვევის სიმდიდრეა... ქართველს კრიტიკულ მომენტში ყოველთვის უყივლებს ქვეცნობიერი მამოძრავებელი ძალისკენ... ჩვენი შინაგანი კულტურა ქართველის ღირსების დაცვაა და ღმერთი არ გაუწყრეს არავის, გაბედოს და შეეხოს ჩვენს იდენტობას!!! ქართველების ერთობამ ისტორიულად დაამტკიცა ძლიერ მტერთან შეუპოვარი ბრძოლის სიმტკიცე. ვისურვებ, რომ ასეთი თავგანწირვა, არა მხოლოდ კრიტიკულ მომენტში გამოგვეყენებინოს, არამედ გაერთინებული ძალებით დაგვემარცხებინოს კაცობრიობის პირველი მტერი__ “ეჭვი” “შიში” “გაუბედაობა” “ამპარტავნება” “სიამაყე” “უგუნურება” “უმადურობა” “სიღარიბე” “ფარისევლობა” . . . რადგან სწორედ ამ მანკიერი ჩვევების გარეშე შეძლო ქართველებმა საერთო ინტერესების გამონახვა და მტერზე გამარჯვება!... დიდება პატრიოტებს!!! დიდება გმირებს!!!
#politics
#news
0