გლობალური პანდემია ნახევარ მილიარდ ადამიანს გააღარიბებს?
კორონავირუსის კრიზისის გამო სიღარიბის გლობალური მაჩვენებლის მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი. გაეროს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა, შესაძლოა ნახევარი მილიარდი ადამიანის სიღარიბე გამოიწვიოს, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში, პირველი შემთხვევა იქნება.
თუმცა, ამ ეტაპზე კაცობრიობის მთავარი გამოწვევად კვლავ Covid 19-ის ვაქცინის შექმნა რჩება, რაზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
ამერიკულმა კომპანია Novavax Inc-მა უკვე მოამზადა სატესტო ვაქცინა და ადამიანებზე კლინიკური ცდების დაწყებას, მაისის შუა რიცხვებიდან გეგმავს.
#პანდემია
#კორონავირუსი
#headline