ბორჯომში 9 აპრილს დაღუპული ადამიანები გაიხსენეს

0
დღეს ბორჯომში 9 აპრილის მემორიალი ქალაქის პირველმა პირებმა ყვავილებით შეამკეს. აქვე აღევლინა დაღუპულთა სულებისთვის მოსახსენიებელი პანაშვიდი. დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა. 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ასობით ათასი კი მძიმედ დაშავდა. აქციის მონაწილეები საქართველოს თავისუფლებას ითხოვდნენ.
#9აპრილი
#მემორიალი
#საქართველო
Borjomi
0