შსს მინისტრის განცხადებით, თუ 112-ის მუშაობას საფრთხე შეექმნება, ამ შემთხვევაში დამატებით 2 ლოკაცია

0
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თუ კორონავირუსის გამო 112-ის მუშაობას საფრთხე შეექმნება, დამატებით მოწყობილი აქვთ ორი ლოკაცია, სადაც გადასვლას და იქიდან მუშაობას შეძლებენ. , , დატვირთვის ნამდვილად არ გვეშინია, სხვადასხვა ლოკაციებზე გვაქვს კიდევ მოწყობილი. ხედავთ, სიცხეს უზომავენ, დამცავი საშუალებებიც არის, თუმცა მაინც რომ მოხდეს და აქ კერა აღმოჩნდეს, გვაქვს კიდევ ორი დამატებითი ლოკაცია გამზადებული, სადაც შეგვიძლია ავტომატურად გადავიდეთ და იქიდან გავაგრძელოთ მუშაობა. იმის პრობლემა, რომ რაღაც მოხდეს, დავიტვირთოთ და ვერ ავუვიდეთ, არ გვაქვს”, - განაცხადა გომელაურმა.
#112
#გომელაური
#შსს
#ლოკაცია
#tbilisidaily
y
0