რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსით დაინფიცირებულებს მიიღებს

0
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსით ინფიცირებულებს მიიღებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად უკვე მზადაა. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს. კლინიკაში საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა უკვე მობილიზებულია. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბოქსირებული განყოფილებაც იქნება. სასწრაფო წესით შეიძინეს აუცილებელი აღჭურვილობა. ამ დროისთვის ხელმისაწვდომია 27 სუნთქვითი აპარატი და 170 მრავალფუნქციური საწოლი. ტექნიკური რესურსების გარდა, მობილიზებულია სამედიცინო პერსონალიც. საავადმყოფოს თანამშრომლებმა კორონავირუსიანი პაციენტების მოსავლელად ტრენინგები უკვე გაიარეს. რესპუბლიკური საავადმყოფო ბათუმში მეოთხე დაწესებულება იქნება, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულებს მიიღებს.
#კორონავირუსი
#საავადმყოფო
#ბათუმი
#ჯანდაცვა
#BatumiDaily
0