შადრევნების რეაბილიტაციისთვის 900 ათასამდე ლარი-თბილისის მერიის ტენდერი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141079 თბილისის მერიის დაარსებული შპს “ეკოსერვის ჯგუფი” შადრევნების რეაბილიტაციისთვის 900 ათასამდე ლარის დახარჯვას აპირებს. შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოცხადებულია. ტენდერში წინადადებების მიღება 24 აპრილს იწყება. შესყიდვის ზუსტი საწყისი ღირებულება 893 574 ლარია. შესასრულებელი სამუშოები მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის დაზიანებული ჰიდრო იზოლაციის დემონტაჟს, არსებული სანათების დემონტაჟსა და ახლის მონტაჟს, შადრევნებში არსებული ქანდაკებების დემონტაჟსა და მონტაჟს და ა.შ. დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
0