მომდევნო კვირაში შესაძლოა ნიუ-იორკში პანდემია სტაბილიზდეს?

0
ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის ენდრიუ კუომო აცხადებს, რომ კორონავირუსის ეპიდემია მომდევნო კვირების განმავლობაში შეიძლება მართვადი გახდეს, თუ მოსახლეობა დაიცავს დიატანციას. „არა მგონია, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით. არა მგონია, რომ გუშინდელ დღეს დავუბრუნდებით. ვფიქრობ, ახალ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით როგორც ჩანს, ეპიდემიის გავრცელების დონე შესუსტდა. თუმცა, ყველაფერი ეს მხოლოდ მაშინ გაამართლებს, თუ სოციალური დისტანცირების პოლიტიკას დავიცავთ. თუ ამას არ გავაკეთებთ, ეს სიტუაცია კვლავ უმართავი გახდება" - განაცხადა გუბერნატორმა. ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსით ინფიცირების 140 386 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 5 489 ადამიანი კი გარდაიცვალა.
#usa
#headline
#covid19
0