ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება არ იგეგმება-იმერეთის გუბერნატორი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141081 ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება არ იგეგმება- განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ. ქალაქის შესასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტებია მოწყობილი. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინატო საბჭომ მიიღო. “მუნიციპალიტეტში მოსახლეობას პროაქტიული თერმოსკრინინგი უტარდება და მოწყობილია სპეციალური გამშვები პუნქტები. რაც შეეხება სამედიცინო კლინიკას, სადაც ქალბატონი თავისი ინიციატივით მივიდა და რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კონტაქტები გამოკვლეულია და მოქალაქეები თვითიზოლაციაში იმყოფებიან, "-თქვა შალამბერიძემ.
0