ლენტეხში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების გამო საგანგებო სხდომა ჩაინიშნა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141083 ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირების გამო, ცაგერის საკრებულოს შენობაში საგანგებო სხდომა ჩაინიშნა. შეხვედრას გუბერნატორი გაუძღვება. "დაფიქსირდა თუ არა ლენტეხის ცხელების ცენტრში აღნიშნული ფაქტი, მომენტალურად ჩაერთვნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები კონტაქტების დასადგენად. ცაგერში შტაბი შეიკრიბება, გავაანალიზებთ სიტუაციას. როდესაც მივიღებთ სრულყოფილ ინფორმაციას, ექიმები იტყვიან სავარაუდოდ, რა მასშტაბებზე გვაქვს საქმე და აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღებთ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს, " - განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ. ლენტეხში კორონავირუსი 53 წლის მამაკაცს დაუდასტურდა.
0