,,ერთად ვიმღეროთ საქართველოს ჰიმნი” - მოქალაქეების სოლიდარობის აქცია

0
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში სოლიდარობის აქცია სახელწოდებით - , , მე ვმღერი სახელმწიფოს ჰიმნს” დაგეგმეს. აქციის ორგანიზატორები საზოგადოებას მოუწოდებენ, საგანგებო რეჟიმის პირობებში სახლიდან აღნიშნონ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დღე - საღამოს 22:00 საათზე გამოვიდნენ აივნებზე და იმღერონ საქართველოს ეროვნული ჰიმნი. , , დღეს 2020 წლის 9 აპრილია, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით უნდა აღვნიშნოთ ეს სახელმწიფოებრივი დღე. სიმბოლურად 9 აპრილს საღამოს 22:00 საათზე, როდესაც კომენდანტის საათის პირობებიდან გამომდინარე ყველანი სახლებში ვართ გამოვიდეთ აივნებზე, გადმოვდგეთ ფანჯრებიდან და ვიმღეროთ საქართველოს ეროვნული ჰიმნი", — წერს ორგანიზატორი. აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, არსებობის შემთხვევაში, გამოფინონ სახელმწიფო სიმბოლიკა - საქართველოს ხუთჯვრიანი ან სამფეროვანი დროშა.
#9აპრილი
#საქართველო
#სოლიდარობა
#აქცია
#დროშა
#კარანტინი
#tbilisidaily
y
0