დიდ ბრიტანეთში შესაძლოა კარანტინი გახანგრძლივდეს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141117 დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა, რომელიც დროებით ცვლის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, რომელიც ახალი კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულია, განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოში კარანტინის გახანგრძლივებას აპირებს. ამის შესაებ The Guardian-ი წერს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეს პირველი საკვანძო გადაწყვეტილება იქნება, რასაც რააბი, ბორის ჯონსონის საავადმყოფოში გადაყვანის მომენტიდან მოყოლებული მიიღებს. როგორც გამოცემა იუწყება, რააბმა შესაძლოა ხუთშაბათს განაცხადოს, რომ 13 აპრილს კარანტინი არ გაუქმდება. როგორც სტატიაშია ნათქვამი, ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ნებისმიერმა ვარიანტმა კარანტინის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, შესაძლოა გამოიწვიოს ის, რომ ხალხი ქუჩაში მასობრივად დაიწყებს გამოსვლას. სიტუაცია შესაძლოა აღარ იყოს კონტროლირებადი, თანაც ახლოვდება კათოლიკური და პროტესტანტული აღდგომის დღესასწაული.
0