112-სა და 114-ის ცენტრების გადატვირთულობის პრობლემა არ არსებობს - შს მინისტრი

0
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვისა და მთავრობის ერთიანი ცხელიხ ხაზის ცენტრები გამართულად მუშაობს და მათი გადატვირთულობის პრობლემა არ არსებობს - ამის შესხებ დღეს ვახტანგ გომელაურმა 112-ისა და 114ის ოფისში ყოფნის დროს განაცხდა. შს მინისტრის თქმით ცენტრებზე დატვირთვის გაჩენის შემთხვევაში ალტერნატიული ლოკაციები უკვე მზადაა. "დატვირთვის ნამდვილად არ გვეშინია, აქ შემთხვევით რაიმე პრობლემა რომ იყოს, სხვადასხვა ლოკაციებიც გვაქვს მოწყობილი. აქ რეკომენდაციები დაცულია, სიცხესაც ზომავენ და დამცავი საშუალებებიც არის. თუმცა მაინც, რომ მოხდეს რაიმე, კერა რომ აღმოჩნდეს, გვაქვს დამატებითი ლოკაცია გამზადებული, სადაც შეგვიძლია ავტომატურად გადავიდეთ და იქიდან განვაგრძოთ მუშაობა, იმის პრობლემა, რომ რაღაც მოხდეს, დავიტვირთოთ და ვერ ავუვიდეთ, არ გვაქვს” –განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
#politics
#news
0