ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ესპანეთში ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის მონაცემებით, ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი 15 238-ია, ერთ დღეში გარდაცვლილთა რაოდენობამ კი წინა ორ დღესთან შედარებით იკლო. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 683 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 74 ნაკლებია ოთხშაბათს დაფიქსირებულ შედეგთან. ხუთშაბათს გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდის ტემპი 4, 7% იყო, ოთხშაბათს კი 5, 5%.
#news
#politics
#Covid19
#Coronavirus