აჭარაში 116 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

0
აჭარაში 116 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ქობულეთის კლასტერის სავარაუდო დაინფიცირებულებს გუშინ, 8 აპრილს ტესტირება ჩაუტარდათ. 116 პირს ამ დროისთვის კორონავირუსი არ დაუდასტურსა. ამის შესახებ ნინო ნიჟარაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. ქობულეთის კლასტერის ძირითადი შემთხვევები უკვე მოკვლეულია. ნიჟარაძის თქმით, კონტაქტების რაოდენობე შესაძლებელია გაიზარდოს, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევები იქნება და მასობრივ გადაცემასთან საქმე არ გვაქვს. საქართველოში დადასტურებული 214 შემთხვევიდან, აჭარაში 14-ს მკურნალობენ. ქვეყნის მასშტაბით უკვე 50 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
#კორონავირუსი
#ქობულეთი
#BatumiDaily
0