ცაგერსა და ლენტეხში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141118 COVID 19-ით დაინფიცირებული 53 წლის მამაკაცის გამო სვანეთის რეგიონში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება - ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა გაიმართა, რომელსაც მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა. მისი ინფორმაციით, ცაგერსა და ლენტეხში მოეწყობა გამშვები პუნქტები, სადაც მოსახლეობას თერმოსკრინინგი ჩაუტარდება. მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულის პირველადი კონტაქტები უკვე დადგენილია. "ზომები, თავისთავად ცხადია, გამკაცრდება, მაგრამ გადაადგილება არ შეიზღუდება. გამშვები პუნქტები მოეწყობა რეგიონში, სადაც თერმოსკრინინგი ჩატარდება. ასევე, იმ რისკის შემცველ სოფელში, სადაც აღნიშნულმა პიროვნებამ იმოძრავა, უკვე დაწყებულია ექიმების შემოვლა. პირველადი კონტაქტები თითქმის დადგენილია და გრძელდება ამ კუთხით მუშაობა, "- განაცხადა გუბერნატორმა "კურიერთან" საუბრისას.
0