რესპუბლიკური საავადმყოფოს 21 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141119 რესპუბლიკურ საავადმყოფოს კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, 21 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მისი თქმით, ამჟამად მათთან კორონავირუსით ინფიცირებული მხოლოდ ორი პაციენტი მკურნალობს. , , გუშინ 21 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და 21-ვეს შემთხვევაში ნეგატიური პასუხი მივიღეთ. დღეს დაგეგმილია, ასევე, 25 პაციენტს ჩაუტარდეს კვლევა და ხვალისთვის გვეცოდინება მათი კვლევის შედეგები. ჩვენი პაციენტებიდან ზოგიერთს აქვს მაღალი ცხელება, მაგრამ კლინიკაში განსაკუთრებულად მძიმე პაციენტი ამ თავლსაზრისით არ გვყავს. ჩვენ გვყავს ორი მძიმე პაციენტი, ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
0