კაცი,რომელმაც 9 აპრილის ცნობილი ფოტოები გადაიღო, დღეს გარდაიცვალა

0
9 აპრილის ცნობილი ფოტოების ავტორი 9 აპრილს გარდაიცვალა "კა­რან­ტი­ნის, კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის, სა­მე­დი­ცი­ნო ნიღ­ბე­ბი­სა და Covid-19-ის შე­სა­ხებ სა­უბ­რებს მიღ­მა, თით­ქოს დაგ­ვა­ვი­წყდა... არა­და, ეს ხომ დღე­ვან­დელ ღა­მეს მოხ­და, 31 წლის წინ..." - ეს გოგი ცა­გა­რე­ლის ბოლო პოს­ტია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე. ფო­ტოგ­რა­ფის, რო­მე­ლიც ერთ-ერთი იყო მათ შო­რის, ვინც 1989 წლის სის­ხლი­ა­ნი აპ­რი­ლის სიმ­ძი­მე ცხა­დად ასა­ხა თა­ვის ფო­ტო­ებ­ში. ქარ­თუ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფო­ტოგ­რა­ფი­ის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, დღეს 9 აპ­რილს, 73 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა... უკა­ნას­კნელ პოს­ტში ცა­გა­რელ­მა 31 წლის წი­ნან­დე­ლი აპ­რი­ლის თვის მის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე. იმის შემ­დეგ, რაც ვიგ­რძე­ნი, რომ მხო­ლოდ ჩემი ოჯა­ხის გა­და­ღე­ბა აღარ მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­და, მა­ლე­ვე ავირ­ჩიე პრესს-ფო­ტოგ­რა­ფია, რო­გორც ჩემი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სია და შემ­დგო­მი 25 წელი მარ­ტო ფო­ტოჟურ­ნა­ლის­ტი­კით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ვი­წყე იმის აღ­ქმა, რომ დე­და­მი­წა­ზე არა მარ­ტო პრესს-ფო­ტოგ­რა­ფია არ­სე­ბობს. მაგ­რამ დღემ­დე მი­მაჩ­ნია, რომ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფო­ტოგ­რა­ფია ელი­ტა­რუ­ლია. მე არ მიყ­ვარს სი­ტყვე­ბი „მხატ­ვრუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფია“, „ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნი“. ჩემი საყ­ვა­რე­ლი კა­მე­რაა „Nikon F3“, მაგ­რამ მე სხვა აპა­რა­ტე­ბი­თაც ხში­რად ვი­ღებ, ციფ­რუ­ლი და დიდ ფორ­მა­ტი­ა­ნი კა­მე­რე­ბის ჩათ­ვლით" - წერ­და ერთ-ერთ გვერ­დზე ცა­გა­რე­ლი. ფო­ტოგ­რა­ფის შვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მარ­თა ნაც­ნობ-მე­გობ­რებს და მო­უ­წო­და, შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თავი შე­ი­კა­ვონ სამ­ძი­მარ­ზე მის­ვლის­გან...
Tbilisi
#politics
#news
0