1)მთლიანად რკინის ალქიმიკოსი: საძმო (Fullmetal Alchemist: Brotherhood) (2009-2012) IMDb 9.1
2003 წელს გადაღებული ანიმაციური სერიალის — „მთლიანად რკინის ალქიმიკოსის“ ახალ ვერსია. ანიმე შეიცავს 64 ეპიზოდს, რომელთაგან თითოეულის ხანგრძლივობაა 25 წუთი, ანიმეს გადამღები სტუდიაა სტუდია "Bones".
2) სიკვდილის დღიური Death Note (2006-2007) IMDb 9.0
უფროსკლასელი იაგამი ლაითი შემთხვევით იპოვნის დღიურს, რომელიც მას შეუჩერებელ ძალას მიანიჭებს ... მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივადაა, მისი ასაკის დეტექტივი L , მის შეჩერებას შეეცდება. მათი დაპირისპირება და დიალოგები კი ქმნის იდეალურ სიუჟეტს
3)კოვბოი ბიბოპი COWBOY BEBOP (1998-1999) IMDb 8.9
2071 წელს ყველაზე პოპულარული პროფესია თავებზე მონადირეობა გახდა . ანიმე მთავარი გმირი მოგზაურობს კოსმიურ სივრცეებში დამნაშავეების მოსაძებნად, რომლთა ცოცხლად დაჭერის შემთხვევაში დანიშნულია ფულადი ჯილდო.
4)მონადირეზე მონადირე hunter X hunter (2011-2014) IMDb 8.9
სერიის მთავარი პერსონაჟი გონ ფრიკსია, რომელიც შეიტყობს, რომ მამამისი, რომელიც დაღუპული ეგონა, სინამდვილეში ცოცხალია და ფლობს მონადირის პროფესიას. მონადირეები ამ სამყაროში ეძებენ იშვიათ არსებებს, განძს, იკვლევენ მანამდე უცნობ ადგილებს ან იჭერენ საშიშ დამნაშავეებს. მამის პოვნის მიზნით გონი გადაწყვიტავს, თავადაც მონადირე გახდეს. მოგზაურობებისას იგი ახალ მეგობრებს შეიძენს და მრავალ მტერს ხვდება.
5)შტაინის გარიბჭე Steins;Gate (2011-2015)IMDb 8.8
2011 წლის სამეცნიერო ფანტასტიკური თრილერი ანიმე ტელესერიალი, შექმნილი სტუდია White Fox-ის მიერ, დაფუძნებული კომპანიების 5pb.-ისა და Nitroplus-ის 2009 წლის ამავე სახელწოდების ვიდეო თამაშზე, რომელიც თავის მხრივ, ვიდეო თამაშების ფრენჩაიზის „Science Adventure“-ის ნაწილია.
6)ტიტანებზე შეტევა Attack on Titan — (2013-) IMDb 8.8
ფანტასტიკური ჟანრის მანგა. აგრეთვე გამოსულია ტელესერიალის სახით, რომელიც შეიცავს 49 ეპიზოდს, თითოეულს - 25 წუთის ხანგრძლივობის. მისი პირველი ეპიზოდი ეთერში 2013 წელს გავიდა. ჩვენება დღემდე გრძელდება....კაცობრიობამ პროგრესის მაგივრად განიცადა რეგრესი გიგანტების რასის გამოჩენის გამო. უზარმაზარ ჰუმანოიდებს არც აზროვნება შეეძლოთ და არც ლაპარაკი, სამაგიეროდ უაზროდ ჭამდნენ ადამიანებს, მათ ვერანნაირმა იარაღმა ვერ აჯობა და ამიტომ, მათ წინააღმდეგ საბრძოლველად ადამიანები გაემართნენ.
7)One-Punch Man (2015-) IMDb 8.8
ანიმეს მთავარ გმირს ეს სურვილი ქონდა ყველაზე ძლიერი გამხდარიყო და აიხდინა კიდეც, მან მიიღო წარმოუდგენლად დიდი ძალა. მოქმედება ისეთ სამყაროში ხდება, რომელიც ირონიულად ჰგავს ჩვენსას. სუპერგმირული პაროდიული ონლაინ-კომიქსი, შექმნილი ვინმე One-ის მიერ. მისი გამოშვება 2009 წლის დასაწყისში დაიწყო.