პრესკონფერენციის მერე ბევრი შემომიხტა და მიმტკიცებს, რომ ლიფის გახდა/შეხსნა ფილტვების მოსასმენად აუცილებელია, - ამის შესახებ, ბაია პატარაია facebook-ში წერს.
„პრესკონფერენციის მერე ბევრი შემომიხტა და მიმტკიცებს, რომ ლიფის გახდა/შეხსნა ფილტვების მოსასმენად აუცილებელია. თურმე ამაზეც გვჭირდება გაიდლაინები, რომელიც არ გვაქვს.
პ.ს. მე მაქვს წაკითხული, რომ მამოლოგმაც კი არ უნდა გააშიშვლოს წელზევით სრულად ქალი ხელით შემოწმებისას, არათუ ფილტვების მოსმენის დროს“, – წერს ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი.
ბაია პატარაიამ ექიმის მიერ საკარანტინე ზონაში მყოფი ქალის სავარაუდო სექსუალური შევიწროვების ფაქტზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ექიმმა პაციენტს გასინჯვისას წელს ზემოთ გახდა სთხოვა.