ინტერი" სენსაციისთვის ემზადება: გუნდში მესისა და მომავალი მესის მოყვანას გეგმავენ

0
როგორც ჩანს, მილანის "ინტერი" სატრანსფერო პერიოდში ერთ-ერთი აქტიური გუნდი იქნება, რომელიც სუპერპროექტისთვის ემზადება. არგენტინული ტელეკომპანიის, TNT Sports-ის ჟურნალისტის ცნობით, მილანელები მზად არიან "ბარსელონას" 32 წლის თავდამსხმელის, ლიონელ მესის შეძენისთვის და მოლაპარაკებებს უახლოეს თვეებში დაიწყებენ. აღსანიშნავია, რომ "ინტერი", ასევე, "ველეს სარსფილდისა" და არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ტიაგო ალმადუს ყიდვას აპირებს. ტიაგოს ბევრი მესისაც ადარებს. აქედან გამომდინარეა გუნდის ინტერესებიც ფეხბურთელისადმი, რამეთუ იტალიელებს ტიაგოს უნარებისა და შესაძლებლობების სჯერათ. მესის "ბარსასთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა მის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვით, გუნდის დატოვება უფასოდ უახლოეს ზაფხულში შეუძლია.
#sport
#barcelona
#messi
0