კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევების შინ და საკარანტინე ზონებში მკურნალობის პროტოკოლი

0
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევების შინ და საკარანტინე ზონებში მკურნალობის პროტოკოლი შეიმუშავა. პროტოკოლის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებული მსუბუქი პაციენტების მართვა პირველადი ჯანდაცვის რგოლს, ოჯახის ექიმებს და თავად პაციენტებს დაეკისრათ. დოკუმენტში კონკრეტულად არის გაწერილი, რა შემთხვევაში უკავშირდება პაციენტი ოჯახის ექიმს და როგორ უნდა მოხდეს პაციენტის თვითიზოლაცია. დოკუმენტში ასვე დეტალურად არის გაწერილი რეკომენდაციები ექიმებისთვისაც. „კერძოდ, თუ მას აქვს ცხელება, ხველა და ქოშინი, ან ასევე სხვა ნიშნები, მაგ.: დაღლილობა (ხშირი) ან შეუძლოდ ყოფნა (პაციენტის გადმოცემით) - 38-69%-ში; ანორექსია (მადის დაქვეითება) - 40%-ში; ნახველის გამოყოფა (ხშირი) - 26-33%-ში; ყელის ტკივილი (ხშირი) - 5-17%-ს - ავადმყოფობის ადრეულ ეტაპზე; დაბნეულობა (იშვიათი) - 9%-ში; თავბრუსხვევა (იშვიათი) - 9%-ში; თავის ტკივილი (იშვიათი) - 6-14%-ში; ცხვირიდან წყალივით გამონადენი (იშვიათი) - 4-5%-ში; ტკივილი გულმკერდის არეში (იშვიათი) - 2-5%-ში; შესაძლოა, პნევმონიის გამო; გასტროინტესტინური სიმპტომები (იშვიათი) - 1-10%-ში; კონიუნქტივის ჰიპერემია (იშვიათი) - 1%-ში. დიაგნოზი; ბრონქული სუნთქვა (იშვიათი) - შესაძლოა, ასახავდეს პნევმონიის არსებობას; ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა (ანოსმია და აგევზია) - ბოლო დროს დაგროვილი კლინიკური გამოცდილებით ეს სიმპტომები ზოგჯერ შესაძლოა, წინაც კი უსწრებდეს ხველისა და ცხელების განვითარებას; ასევე ოჯახის ექიმს პაციენტი ატყობინებს იმ შემთხვევაშიც, თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში ან თავად იყო საზღვარგარეთ ან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ უცხოეთიდან ჩამოსულ პირთან; ან ჰქონდა მჭიდრო კონტაქტი გასული 14 დღის განმავლობაში COVID-19–ის დადასტურებული ან შესაძლო შემთხვევის მქონე პირებთან, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პირთან. პაციენტი მსუბუქი სიმპტომებით - ურჩიეთ „დარჩეს სახლში“ და მოახდინოს თვითიზოლაცია 14 დღის განმავლობაში. მიაწოდეთ თვითმოვლის რეკომენდაციები. თუ თვითიზოლაცია შეუძლებელია სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყავით პაციენტის გადაყვანა საკარანტინე სივრცეში ურჩიეთ ტემპერატურის გაზომვა სულ მცირე დღეში ორჯერ (დილა-საღამოს) და მაჩვენებლების დოკუმენტირება შეაფასეთ პაციენტის ბინაზე დარჩენის პირობები: თუ პაციენტს ყავს შესაბამისი მზრუნველი პირები ოჯახში, აქვს იზოლირებული ოთახი, სადაც არ შევლენ ოჯახის სხვა წევრები; აქვს ადეკვატური რესურსი საკვებისა და სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. რაც შეეხება რეკომენდაციებს, პაციენტმა დღის მანძილზე უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობით სითხე, რათა შარდს შეუნარჩუნდეს ღია გამჭვირვალე ფერი. შესაძლებელია მიიღოთ პარაცეტამოლი სიმპტომების გაუმჯობესების მიზნით. მედიკამენტი მიიღეთ ინსტრუქციის შესაბამისად და არ გადააჭარბოთ დოზას. თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი საჭიროებს დაუყოვნებელ სამედიცინო რჩევებს; დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი ან ოჯახის სხვა წევრის მდგომარეობა გაუარესდება. რა შემთხვევაში ახორციელებს შასაძლო ინიფიცირებულთან ექიმი ვიზიტს: თუ სატელეფონო ტრიაჟის საფუძველზე პაციენტი საჭიროებს პირის პირშეფასებას, მაგრამ არ შეუძლია კლინიკაში მოსვლა ინფექციის კონტროლის წესების შესაბამისი დაცვით. სატელეფონო ტრიაჟის საფუძველზე პაციენტის მდგომარეობა განისაზღვრა როგორც მძიმე, მაგრამ პაციენტი 112-ს უარს უცხადებს ჰოსპიტალურ მკურნალობაზე. ბინაზე ვიზიტების დროს აუცილებელია სპეციალური ჩანთების ტარება, სადაც იქნება საფრთხის შემთხვევაში გამოსაყენებელი ყველა საშუალება (შიგთავსის გაკონტროლება უნდა მოხდეს ყოველი გასვლის წინ). დასუფთავება და დეკონტამინაცია უნდა განხორციელდეს სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად. ამასთან, ექიმს ვალდებულება უჩნდება პაციენტთან მუდმივი მონიტორინგი აწარმოოს. განახორციელეთ სატელეფონო მონიტორინგი მე-3 დღეს; მესამე კომუნიკაცია ხორციელდება არაუგვიანეს მე-6 დღეს, მეოთხე კომუნიკაცია ხორციელდება არაუგვიანეს მე-10 დღეს და მეხუთე კომუნიკაცია არაუგვიანეს მე-14 დღეს; მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში პაციენტის ჰოსპიტალში გადასაყვანად დაუკავშირდით სსიპ „112“-ს. კორონავირუსზე საეჭვო პაციენტებს, ურჩიეთ, გადადონ თავის ოჯახის ექიმთან, თუ სხვა სპეციალისტთან რუტინულად დანიშნული ვიზიტი და გააუქმონ აღნიშნული წინასწარი ჩაწერა. ყურადღებით და ფრთხილად დაგეგმეთ პაციენტის ვიზიტი ისე, რომ რაც შეიძლება, შემცირდეს მოსაცდელში მისი დაყოვნების ხანგრძლივობა. თუ განცალკევებული დროების გამოყოფა შეუძლებელია, რეკომენდებულია, პაციენტს ურჩიოთ მოიცადოს კლინიკის გარეთ (თუ ის თანახმაა და არ გამოთქვამს უკმაყოფილებას) – თუ შესაძლებელია, ურჩიეთ დაელოდოს საკუთარ ავტომანქანაში, სხვა შემთხვევაში დარჩეს გარეთ და დაიცვას სულ მცირე 2-მეტრიანი დისტანცია, ინფექციის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით. – მოუხმეთ პაციენტს მას შემდეგ, რაც იზოლირებული ოთახი მზად იქნება პაციენტის მისაღებად. თუკი პაციენტის მდგომარეობა მწვავეა, გამოიძახეთ სასწრაფო გადაუდებელი დახმარება, მიაწოდეთ ინფორმაცია ოპერატორს შესაძლო COVID-19-ის შესახებ და განახორციელეთ პაციენტის ჰოსპიტალიზაცია", - ნათქვამია განცხადებებაში
#კორონავირუსი
#პანდემია
#წესები
#დარჩისახლში
#tbilisdaily
0