პანიკის გავრცელება კატეგორიულად მიუღებელია დღევანდელ პირობებში - განაცხადა აფხაზეთის ე.წ ჯანდაცვის მინისტრმა.
"აფხაზეთი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზეა. მაქსიმალური ძალისხმევაა საჭირო, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ აფხაზეთში კორონავირუსის გავრცელებას" განაცხადა აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ წახნაკიამ.
მან აღნიშნა, რომ თითოეულ სამედიცინო მუშაკს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა თითოეული ნათქვამი სიტყვისთვის, რადგან არასწორად წარმოდგენილმა ინფორმაციამ შეიძლება საზოგადოებაში პანიკა გამოიწვიოს.
აფხაზი ექიმები იღებენ ყველა საჭირო ზომას დაავადების შესამცირებლად.
ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა სამედიცინო პერსონალს მაღალი პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და თავდადებული მუშაობისთვის.
#კორონავირუსი
#აფხაზეთი
#ჯანდაცვა
#SokhumiDaily