შეთქმულების თეორია, რომელიც კორონავირუსს 5G-სთან აკავშირებს, ასე უბრალოდ არ გაქრება.

0
ეს სტატია იმიტომ ვთარგმნეთ, რომ საქართველოშიც ხშირად შეგვხვდა მსგავსი ტიპის დეზინფორმაციული ტექსტები თითქოს ყველა დავიღუპებით და დამთავრდა ყველაფერი 5 G ანტენების გამო ))) გთხოვთ გააზიაროთ ეს ინფორმაცია, რათა სხვებმაც წაიკითხონ ✔️❤️ ჩვენ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში სადაც ჰაერის დაბინძურებიგან გამოწვეული დაავადებების გამო 2 წელიწადში 6 284 ადამიანი დაიღუპა , მაგრამ ვებრძვით წარმოსახვით "მკვლელებს" 5 G ანძებს მსგავსად დონ-კიხოტისა რომელიც ამაოდ ებრძოდა ქარის წისქვილებს ❗️ დროა გამოვფხიზლდეთ და ერთად, დროულად ვიბრძოლოდ : ჰაერის, საკვების და წყლის ხარისხის გამოსასწორებლად ✊✊✊ ეხლა გთავაზობთ ჩვენს მიერ ნათარგმნ ტექსტს : ??? შეთქმულების თეორია, რომელიც კორონავირუსს 5G-სთან აკავშირებს, ასე უბრალოდ არ გაქრება.??‍♀️ (CNN) - კორონავირუსის გავრცელების შეკავება ისეთივე რთულია, როგორიც მის ირგვლივ არსებული დეზინფორმაციის.?‍♂️ ვირუსთან დაკავშირებული შეთქმულების ერთ-ერთი უახლესი, უსაფუძვლო თეორია არის ის, რომ 5G ქსელი - შემდეგი თაობის უსადენო ტექნოლოგია, რომელიც აგრძელებს მსოფლიოს დაფარვას, ხელს უწყობს კორონავირუსის გავრცელებას. ✔️✔️✔️ეს ასე არ არის.✔️✔️✔️ ინტერტეტში გავრცელდა დაუსაბუთებელი განცხადებები 5G-სა და covid-19-ს შორის სავარაუდო კავშირზე, სადაც ახალი შეთქმულების თორეტიკოსები ცდილობენ, უკვდავყონ ჭორი, რომ გლობალური ელიტა ვირუსის გასავრცელებლად 5G-ს იყენებს. დახვეწილმა ალგორითმებმა ეს მიმოთქმა უფრო გააძლიერა და წინა პლანზე წამოწია.❗️ ოფიციალური პირების განცხადებით გაერთიანებულ სამეფოში სატელეფონო ანძებზე ბოლოდროინდელი თავდასხმები მოტივირებული იყო ცრუ შეთქმულების თეორიებით. მსახიობი ვუდი ჰარელსონი და მომღერალი მია იმ ცნობილ სახეებს შორის არიან, ვინც მსგავს განცხადებებს მილიონობით მიმდევარს შორის ავრცელებენ.? არ არსებობს სამხილი ან მტკიცებულება, რომ 5G ხელს უწყობს Covid-19-ის გავრცელებას, მაგრამ მაინც, თეორია კვლავ ცოცხლობს.?? რა არის 5G ქსელი, როგორ გავრცელდა ეს ცრუ თეორიები და რატომ აგრძელებენ ისინი არსებობას: როგორ მუშაობს 5G რამდენიმე თეორიიდან, რომლებიც 5G-ს Covid-19-თან აკავშირებს, ერთ-ერთის მიხედვით, 5G ქსელი გამოცემს რადიაციას, რომელიც აქვეითებს იმუნურ სისტემას და ინფიცირებისკენ მიდრეკილს გვხდის. ამის გასაქარწყლებლად უნდა ვიცოდეთ, რა არის 5G.? ✔️5G არის შემდეგი თაობის უსადენო ქსელი, რომლისგანაც მოელიან ტექნოლოგიების ტალღის გააქტიურებას, რომელიც შეცვლის ადამიანის ცხოვრების და მუშაობის წესს.✔️ პოტენციური აპლიკაციები მოიცავს თვითმართვად ავტომობილებს, დისტანციურ ქირურგიას და ავტომატურ ქარხნებს, თუმცა ასეთ ცვლილებებამდე მაინც დიდი დროა. დიდი განსხვავება 4G-სა და 5G-ს შორის არის მეტი სისწრაფე, მაღალი გამტრარუნარიანობა და მოწყობილობებსა და სერვერებს შორის კომუნიკაციაში დაყოვნების ნაკლები დრო. 5G სიგნალი გადის ახალ რადიოტალღებზე, რაც მოითხოვს აღჭურვილობის განახლებას სატელეფონო ანძებზე.✊?? ქალაქებში 5G ქსელის მონტაჟი 2018 წელს დაიწყო, უფრო მეტად კი 2019 წელს გავრცელდა, იმავე წელს, როცა ვუჰანში, ჩინეთში, კორონავირუსმა იფეთქა. შეთქმულების თეორეტიკოსებმა უმალ დაუკავშირეს ეს ორი მოვლენა ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ მიზეზშედეგობრივი კავშირი არ არსებობდა. ინტერნეტში აზიარებდნენ შეერთებული შტატების ორ რუკას, რომლებიც გვიჩვენებდნენ Covid-19-ის გავრცელების კრიტიკულ ზონებს და ტერიტორიებს, სადაც 5G დამონტაჟდა. გასაკვირი არაა, რომ ამ რუკებზე გვხვდება საერთო მონიშნული ადგილები - დიდი ქალაქები, სადაც მრავალრიცხოვანი მოსახლეობის გამო, ერთი მხრივ, ვირუსის გავრცელების მეტი ალბათობაა, მეორე მხრივ, სხვა, უფრო ხალვათად დასახლებულ ტერიტორიებთან შედარებით, აქ უფრო ადრე დამონტაჟდა 5G ქსელი (თუმცა ირანში 5G არ დამონტაჟებულა, ის მაინც Covid-19-ის ერთ-ერთი წითელი ზონაა).❗️❗️ 5G/Covid-19-ის თორეტიკოსების უმეტესობა დაკავშირებულია ჯგუფებთან, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ უსადენო საჰაერო ტალღები იწვევს სიმსივნეს, თუმცა ამ მოსაზრების გასამყარებელი სანდო არგუმენტიც არ არსებობს.☘️ ✔️✔️✔️კვლევებმა აჩვენა, რომ რადიოსიხშირულ ტალღებს უშუალოდ დნმ-ის ან ქსოვილების დასაზიანებლად საკმარისი ენერგია არ აქვთ. ✔️✔️✔️ მათი ენერგიის დონეები უფრო დაბალია, ვიდრე - ისეთი ტექნოლოგიების, როგორებიცაა მიკროტალღოვანი ღუმელი და ტელევიზორი. მეტიც, 5G სიგნალის ობიექტში შეღწევადობა ნაკლებია 4G სიგნალთან შედარებით.?? წყარო : https://edition.cnn.com/2020/04/08/tech/5g-coronavirus-conspiracy-theory-trnd/index.html?fbclid=IwAR1O1BQhmrF2HxZ7lz38u9UshY-c6pu5QhQRc6LgyAScLZdN6L70u0Qxkuc%E1%83%93%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1
0