2 votes
0 comments
0 shares
Save
რეკომენდებულია ყოველი ინდივიდის ზიარების შემდეგ კოვზი გაიწმინდოს 96%-იანი სამედიცინო სპირტით
81 views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141130

საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ვილი პაჭკორია კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობას, მრევლსა და სამღვდელოებას რეკომენდაციით მიმართავს.

პროფესორი მრევლს მოუწოდებს ვითარების საშიშროება ჯეროვნად შეაფასოს და სახლში ილოცოს, ხოლო მღვდელმსახურებს დისტანციის დაცვასა და პირბადის გამოყენებას ურჩევს. პროფესორი ხაზს უსვამს, რომ ინფექციის გადამტანი შეიძლება გახდეს არა ზიარების სითხე, არამედ მეტალის კოვზი და სასულიერო პირებს, ყოველი ინდივიდუალური ზიარების შემდეგ, მისი 96%-იანი სპირტით გაწმენდის რეკომენდაციას აძლევს.

"1) სასურველია, მრევლმა გაიაზროს ვირუსის გავრცელების საშიშროება და შედეგები. კონტაქტიოზური ინვაზიის შემცირების მიზნით, რეკომენდებულია მოერიდოთ მასობრივ თავშეყრას და ლოცვები აღასრულეთ ინდივიდუალურად სახლის პირობებში;

2) სასურველია, მღვდელმთავრებმა ზიარებისას მკაცრად დაიცვათ დისტანციის პრინციპი, ამავე დროს ზიარების პროცესში სტიქაროსნებმა და ღვდელმსახურებმა, მათ ვინც პირისპირ იმყოფებით კონტაქტში მრევლთან, რეკომენდებულია გამოიყენოთ პირბადე.

3) ყველა ჭეშმარიტად მორწმუნე ქრისტიანს სისხლხორცამდე სწამს წმინდა ზიარების საიდუმლოება - სამკურნებლად სულისა და ხორცისა, რომელიც თავისთავად არასდროს ავნებს - არამედ არგებს ადამიანს, მაგრამ ვირუსის გავრცელების წყარო შესაძლებელია გახდეს პირის ღრუს ლორწოვანით დაბინძურებული მეტალის კოვზი, ამიტომ რეკომენდებულია ყოველი ინდივიდის ზიარების შემდეგ კოვზი გაიწმინდოს 96%-იანი სამედიცინო სპირტით გაჟღენთილი ნაჭრით, რაც მაღალი ალბათობით გამორიცხავს კონტაქტიოზურ ინვაზიას.

4) სკრინინგის და პრევენციის მიზნით რეკომენდებულია სისტემატიურად ჩატარდეს ინვაზირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი სამედიცინო პერსონალის ვირუსზე ტესტირება.

5) ვირუსთან ბრძოლის პროცესში შეუძლებელია სამედიცინო პერსონალის 24 საათიანი დაძაბული, სტრესული და გაუსაძლისი შრომის შეფასება, ამავე დროს დღევანდელი ეკონომიური მდგომარეობა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მათ, შესრულებული სამუშაოსთვის მიეცეთ პრემია-დანამატები, მაგრამ რეკომენდებულია მთავრობის გადაწყვეტილებით, გარკვეული პერიოდით სამედიცინო პერსონალი განთავისუფლდეს საშემოსავლო ბეგარისაგან, რაც თავისთავად გახდება გარკვეული კომპენსაციის ტოლფასი,"- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
სახალხო დამცველი - რა მოხდა 20-21 ივნისის ღამეს
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საკუთარ Facebook გვერდზე გააზიარა ომბუდსმენის შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა 20-21 ივნისის ღამეს. გავრცელებულ დოკუმენტში 10 ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვაზეა პასუხი გაცემული. გთავაზობთ დოკუმენტს უცვლელად. 1. რას ვიგებთ რაციების ჩანაწერებით რეზინის ტყვიების გამოყენების თაობაზე? - შინაგან საქმეთა მინისტრმა 20 ივნისის 23:36 წუთზე უბრძანა მის მოადგილეებსა და სხვა დაქვემდებარებულ პირებს (მათ შორის, გდდ-ს დირექტორს), რომ აქციის დაშლისას გამოყენებული არ ყოფილიყო რეზინის ტყვიები. აღნიშნულის საპირისპიროდ, ტელეკომპანიების მიერ გადაღებული კადრები უთითებს, რომ რეზინის ტყვიების გასროლა მალევე, 00:00 საათის დადგომისას დაიწყო. მიუხედავად ამისა, 21 ივნისის 00:16 წუთზე გდდ-ს დირექტორმა ხელმძღვანელობას მოახსენა, რომ თოფებს არ იყენებენ. რაციის ჩანაწერების მიხედვით, რეზინის ტყვიების არგამოყენებასთან დაკავშირებით ბრძანება გამეორდა 00:36 საათზეც, რომელიც კვლავ არ შესრულებულა. 02:34 საათზე გდდ-ს დირექტორმა რეზინის ტყვიების გამოსაყენებლად დამატებითი ნებართვა ითხოვა. აღნიშნულ მოთხოვნაზე ხელმძღვანელისგან უარი მიიღო, რომლის მიღებაც დაადასტურა. აღნიშნულის მიუხედავად, ტელეკომპანიების ჩანაწერიდან იკვეთება, რომ მალევე კვლავ გაგრძელდა რეზინის ტყვიების ხშირი სროლა. 2. რას ამბობენ მსროლელები რეზინის ტყვიების გამოყენებაზე? - შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) მსროლელები მიუთითებენ, რომ არალეტალურ იარაღს იყენებდნენ სიტუაციის მიხედვით, რადგან თავიდანვე ჰქონდათ მიღებული ყველანაირი სიტუაციისთვის მზადყოფნის ზოგადი ნებართვა. განმარტეს, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღეს ინდივიდუალურად, კონკრეტული საფრთხის შეფასების შედეგად. ასევე, მსროლელებმა მიუთითეს, რომ ტყვიების გამოყენების დროს მათი მეთაურებიც იქვე იყვნენ, თუმცა რეზინის ტყვიების გამოყენების შეწყვეტის ბრძანება არ გაუციათ. აქციის დაშლისას, რამდენიმე საათის - დაახლოებით 00:00 საათიდან 04:30 საათამდე - განმავლობაში, გდდ-სა და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 100-ზე მეტმა თანამშრომელმა გამოიყენა 3 სახეობის იარაღი, 5 სახეობის ტყვია და ჭურვი. შსს მინისტრის მიერ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გასროლილ იქნა დაახლოებით 800-მდე რეზინის ტყვია. 2 3. რა როლი ჰქონდა შსს-ს იმჟამინდელ მინისტრსა და მის მოადგილეებს და იცოდნენ თუ არა მათ რეზინის ტყვიების გამოყენების თაობაზე? - გიორგი გახარია, კახაბერ საბანაძე და ვლადიმერ ბორცვაძე იმყოფებოდნენ პარლამენტთან 20 ივნისის 22 საათიდან. მინისტრი და მისი მოადგილეები ჩვენებებში უთითებენ, რომ ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მოხდა მათი ბრძანებით, ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუციათ. მინისტრი და მისი მოადგილეები ჩვენებებში უთითებენ, რომ რეზინის ტყვიების გამოყენებისთანავე, მალევე მათთვის ცნობილი გახდა, თუმცა არ აკონკრეტებენ ზუსტ დროს. მინისტრისა და მისი მოადგილეებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდების საშუალება (პირადი ვერბალური კომუნიკაცია, რაცია, მობილური ტელეფონი, ტელეკომუნიკაცია და სხვა) გამოძიებას დადგენილი არ აქვს. 4. იყო თუ არა აქციის დაშლისას გამოყენებული პროპორციული და თანაზომიერი საშუალებები? - გამოყენებული ძალა არ შეიძლება შეფასდეს პროპორციულ და თანაზომიერ საშუალებად, შემდეგი გარემოებების/ფაქტორების გამო: (1) მეთოფეების მხრიდან ბრძანების არარსებობის პირობებში არალეტალური ჭურვების გამოყენება; (2) ჭურვების და მეთოფეების დიდი რაოდენობა (3) ოპერაციის მიმდინარეობის ფართობი და რამდენიმე საათიანი პერიოდის მანძილზე რეზინის ტყვიების გამოყენება; (4) დაშავებული მომიტინგეების რაოდენობა; (5) ინდივიდუალური პოლიციელების მიმართ გამოცალკევებით მოქალაქეთა ცალკეული ჯგუფების მიერ თავდასხმის შემთხვევების არ არსებობა (რაც აუცილებელი მოგერიების მდგომარეობას გაამართლებდა). 5. განხორციელდა თუ არა შეკრების მონაწილეთა გაფრთხილება ძალის მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე? – შეკრების შეწყვეტის ღონისძიებების დაწყებამდე ადგილზე არ შესრულებულა კანონით გათვალისწინებული წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე და შესაბამისად, სამართალდამცავებს მონაწილეებისთვის არც გონივრული დრო მიუციათ კანონიერი მოთხოვნის შესრულებისა და შეკრების ადგილის დატოვებისთვის. 1 აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ იყო აღნიშნული ვალდებულებისგან სამართალდამცავების გათავისუფლების წინაპირობა, 2 1 „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 31, ნაწილი 3. 2 წინასწარი გაფრთხილების ვალდებულებისგან პოლიციელი თავისუფლდება, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ან/და პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია. 3 რამდენადაც ადგილზე არსებობდა გაფრთხილების პრაქტიკული შესაძლებლობა როგორც პარლამენტში თვითნებური შეღწევის შესახებ განცხადების გაკეთებიდან სიტუაციის თავდაპირველ გამწვავებამდე, ასევე მის შემდგომ პერიოდშიც. 3 რაც შეეხება შეკრების შეწყვეტამდე მონაწილეთა გაფრთხილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით, აგრეთვე მედია საშუალებებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და თბილისის მერის მიერ გაჟღერებულ მოწოდებებს, 4 მსგავსი ღონისძიებები არ უზრუნველყოფს შეკრების მონაწილეთა სრულფასოვან ინფორმირებას და არ აკმაყოფილებს ძალის გამოყენებამდე მათი სათანადო გაფრთხილების სტანდარტს. კერძოდ, ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მითითებით, ძალის გამოყენებამდე, მონაწილეთა გაფრთხილება შესაბამისი ხმის გამაძლიერებელი აპარატურის მეშვეობით, შეკრებაზე რამდენჯერმე უნდა განხორციელდეს, უნდა იყოს მკაფიო, გასაგები და არ იფარებოდეს სხვა ბგერებით. საჭიროების შემთხვევაში, გაფრთხილება რამდენიმე ადგილიდან უნდა გაკეთდეს, რათა იგი ყველა მონაწილემ გაიგოს. 5 6. რამდენი ადამიანი დაშავდა? - საქმეზე დანიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩამტარებელ დაწესებულებას გაეგზავნა 273 პირის დაზიანებების ამსახველი სამედიცნო დოკუმენტები, რომელთა მცირე ნაწილზე მიღებული დასკვნების თანახმად, ფიქსირდება დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის, თავსა და სახეზე, ასევე, ცხვირის, შუბლის, ქალას და სახის ძვლების მოტეხილობები, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ხოლო 2 პირს სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება დაუდგინდა. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს აქციის დაშლის შემდგომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 116 პირი. მათგან 35 მიუთითებდა ძალადობაზე პოლიციის მხრიდან, 12 პირს დაზიანებებიც აღენიშნებოდა. 3 შეკრების მიმდინარეობისას, პარლამენტში შესაძლო შეჭრის შესახებ განცხადება 21:08 საათზე გაჟღერდა, ხოლო ადგილზე სიტუაცია პირველად 21:50 საათიდან გამწვავდა, როდესაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტის ეზოში შესვლა სცადა, თუმცა ძალის გამოყენება მოხდა აღნიშნული ინციდენტიდან 2 საათის გასვლის შემდეგ. ამასთან, სიტუაციის პირველი ესკალაციიდან ძალის გამოყენებამდე, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში, შეკრების მონაწილეებს შეწყვეტილი ჰქონდათ ძალადობრივი ქმედებები. 4 იხ. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერი (22:39 საათიდან და 22:59 საათიდან) ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: 5 ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებებს ოფისი (OSCE/ODIHR), ადამიანის უფლებების სახელმძღვანელო შეკრებების დროს პოლიციის მიერ წესრიგის დაცვის შესახებ, 2016, გვ. 133-134, ხელმისაწვდომია: 4 7. რამდენი ჟურნალისტი დაშავდა? - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ცნობით, დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. 6 რამდენიმე მათგანის განცხადებით, პოლიცია მათ რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდა მას შემდეგაც კი, როდესაც სამართალდამცავებს ეუბნებოდნენ, რომ მედიის წარმომადგენლები იყვნენ. 7 მიუხედავად ამისა, მედიის არც ერთ წარმომადგენელს ამ დრომდე არ მინიჭებია დაზარალებულის სტატუსი. 8. რატომ ითხოვს სახალხო დამცველი გდდ-ს იმჟამინდელი დირექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას? - გდდ-ს დირექტორის მიმართ ხელმძღვანელმა პირებმა - მინისტრმა და მოადგილეებმა - ორჯერ გასცეს ბრძანება არ გამოეყენებინა რეზინის ტყვიები. დამატებით ერთხელ კი თავად გდდ-ს დირექტორმა ითხოვა ნებართვა რეზინის ტყვიების გამოყენების თაობაზე, რაზეც კვლავ უარი მიიღო. რეზინის ტყვიების გამოყენებაზე სამჯერ (23:36, 00:36 და 02:34 საათები) უარყოფითი ბრძანების მიღების მიუხედავად, ბრძანება არ შესრულდა და რეზინის ტყვიები გამოიყენებოდა აქტიურად. უფრო მეტიც, დაწყებული სროლების მიუხედავად, გდდ-ს დირექტორმა 21 ივნისის 00:16 წუთზე ხელმძღვანელობას მოახსენა მცდარი ინფორმაცია, რომ თოფებს არ იყენებენ. 9. რა საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული? - პროკურატურამ მოიპოვა8 ვიდეო-ჩანაწერები, მათი ნაწილი უკვე შეისწავლა/დაათვალიერა. 9 გამოძიებამ შსს-დან ამოიღო გარკვეული მასალები და დოკუმენტაცია. 10 გამოძიების პროცესში გამოიკითხა 625 პირი. 11 დაინიშნა ექსპერტიზები. 12 ცალკე გამოყოფილ საქმეებში დევნა დაიწყო 3 პირის მიმართ. 13 დაზარალებულად ცნეს 8 მოქალაქე. 14 6 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: 7 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: 8 პასუხები წარმოდგენილია 2020 წლის 3 თებერვლის მდგომარეობით სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის წარდგენილი საქმის მასალების გაცნობის შედეგებზე. 2020 წლის 10, 17 და 18 ივნისს კვლავ გაეცნენ აპარატის თანამშრომლები საქმის გარკვეულ ნაწილს. 9 იხ. < > გვ. 10. რა არ არის ამ დრომდე გარკვეული/ჩატარებული? – არ არის გარკვეული რა ღონისძიებები იქნა გატარებული უშუალოდ აქციის დაშლის პერიოდში პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტების აღკვეთის მიზნით შსს იმჟამინდელი მინისტრისა და მისი მოადგილეების, ასევე, ღონისძიების ჩატარებაზე პასუხისმგებელი და ხელმძღვანელი პირების მიერ; არ არის მოპოვებული საპროტესტო აქციის მართვაში მონაწილე ყველა რგოლის სამართალდამცავი პირის რაციის ჩანაწერი; არ ამოუღიათ მობილური ტელეფონები და არ დანიშნულა ექსპერტიზები სატელეფონო შეტყობინებების, სოციალური ქსელების საშუალებით განხორციელებული მიმოწერის მოპოვების მიზნით.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 1 month ago
IDFI-ი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტი ორ მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, ადამიანის უფლებათა არაპროპორციული შეზღუდვის რისკებს წარმოშობს. ინსტიტუტი პირველ სიახლედ გამოყოფს "საკარანტინო ღონისძიებების" განმარტების გაფართოვებას და ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში ჭარბი ძალაუფლების თავმოყრას. "საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტს. კანონპროექტი დაკავშირებულია ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) გავრცელებით გამოწვეულ საფრთხეებთან და მისი მიღების შემთხვევაში, ქვეყნის შესაბამის უწყებებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგაც გააგრძელონ ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიებების გატარება, რომელიც შექმნილი ვითარების გამკლავებისკენ იქნება მიმართული. კანონპროექტი ორ მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, ადამიანის უფლებათა არაპროპორციული შეზღუდვის რისკებს წარმოშობს: 1. კანონპროექტით ფართოვდება „საკარანტინო ღონისძიებების“ განმარტება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საკარანტინო ღონისძიებები გულისხმობს ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში. კანონპროექტის თანახმად კი ეს ტერმინი დამატებით ასევე მოიცავს ღონისძიებებს, რომელიც გულიხსმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის, კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად. 2. კანონპროექტი ითვალისწინებს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში ჭარბი ძალაუფლების თავმოყრას. კანონპროექტის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებაში შემავალი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადმინისტრირების, ასევე საჯარო სერვისების მიწოდების კანონმდელობისგან განსხვავებულ დროებით წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. ამ წესით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც ამ შემთხვევაში ამ წესის შემადგენელი ნაწილია. ამგვარი ცვლილებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სანქციები იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის ასევე გავრცელდება იმ საკარანტინო ღონისძიებებზეც, რომელსაც მთავრობა ან მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო ფართო უფლებამოსილების ფარგლებში დაადგენს. მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად შესაძლოა გამართლებული იყოს გარკვეული კონკრეტული, მიზნობრივი ღონისძიებების გამოყენება, ამგვარი ღონისძიებები ცხადად უნდა განისაზღვროს საკანონმდებლო დონეზე. წარმოდგენილი კანონპროექტი კი აღმასრულებელ ხელისუფლებას ანიჭებს ჭარბ ძალაუფლებას, რამაც შეიძლება ხანგრძლივი და არაპროპორციული გავლენა იქონიოს ადამიანის უფლებებზე. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სახელმწიფოებს შეუძლიათ ცალკეული უფლებები კანონით შეზღუდონ სათანადო ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, მათ შორის, ჯანმრთელობის დასაცავად. ამგვარი შეზღუდვები უნდა იყოს პროპორციული და აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. წარმოდგენილი კანონპროექტი კი ერთი მხრივ, საკანონმდებლო ორგანოს ნაცვლად, აღმასრულებელ ხელისუფლებას ანიჭებს უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, ვერ უზრუნველყოფს პროპორციულობის პრინციპის დაცვას და ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის კრიტერიუმს. კანონპროექტი პარლამენტის ბიურომ 2020 წლის 19 მაისს განიხილა, ხოლო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს უქმდება. ამ მიზეზით, ინიციატორი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. ამგვარ ფორსირებულ რეჟიმში კანონპროექტის განხილვა ართულებს განსახილველ საკითხზე სრულყოფილი დისკუსიის წარმართვას და საზოგადოების სათანადო ჩართულობას და მონაწილეობას კანონპროექტის განხილვის პროცესში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოსალოდნელი შეზღუდვების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ მკაფიო განმარტების გაკეთებისკენ IDFI ხელისუფლებას ჯერ კიდევ 15 მაისს მოუწოდებდა, რადგან ამ საკითხის დღის წესრიგში დადგომა წინასწარ განჭვრეტადი იყო. დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება საკმარის დროს მისცემდა დაინტერესებულ პირებს მოსაზრებების წარსადგენად და უზრუნველყოფდა მათ სათანადო ჩართულობას. შესაბამისად მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება და მისცეს ყველა მხარეს და დაინტერესებულ პირს საკუთარი არგუმენტებისა და პოზიციების წარდგენის შესაძლებლობა,"-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
ფონდი „ქართუ“ ადგილობრივი წარმოების 4 მილიონ პირბადეს ჯანდაცვის სექტორისთვის შეიძენს
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიამ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობიდა აცნობეს. მათი ცნობით, წარმოების დაწყების პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად ადგილზე გაეცნო. მთავრობის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირბადეები მოხმარდება სამედიცინო პერსონალს, რომელიც დღეს Covid-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგას. „მოგეხსენებათ, Covid -19 არის გლობალური გამოწვევაა, რომელმაც ბევრი ახალი, სამწუხარო სიახლე შემოიტანა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ ყველანი, სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდით უნდა მივეჩვიოთ ყოველდღიურად პირბადით, ხელთათმანებით ცხოვრებას. თუმცა, ასევე, ამ გამოწვევის შედეგია, რომ დღეს, ისეთ ელემენტარულ ნივთზე, როგორიცაა სამედიცინო პირბადე, გლობალური დეფიციტია შექმნილი. ქართულმა კომპანიამ მოახერხა და ჩამოიტანა დანადგარი, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე აწარმოებს ერთჯერად სამედიცინო პირბადეს, რომელიც ასე გვჭირდება ჩვენ და ჩვენს მედიკოსებს. კომპანია უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ დამატებით ხაზს აამოქმედებს და შეძლებს დღეში დაახლოებით 250 000 ერთჯერადი პირბადის წარმოებას. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ „ქართუ“ ჯგუფმა აიღო ვალდებულება და ამ საწარმოში წარმოებულ პირველ 4 მილიონ პირბადეს, სახელმწიფოს, მთავრობას აჩუქებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს პირბადეები მოხმარდება ჩვენს სამედიცინო სექტორს, მათ, ვინც წინა ხაზზეა კოვიდ-19-თან ბრძოლაში. მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს“. ის, როგორც ყოველთვის, გვერდში უდგას სახელმწიფოს და ყოველთვის გვეხმარება იქ, სადაც ყველაზე უფრო გვჭირდება. მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, StopCov-ფონდში იმ 100 მილიონის გადმორიცხვისთვის, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. ქართული კომპანია „რესპირატორი“ დღე-ღამეში საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი 200 000-დან 250 000-მდე სამედიცინო ნიღბის წარმოებას შეძლებს. როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახის პირბადეების დასამზადებლად საჭირო ნედლეული დღეს მსოფლიოში დეფიციტშია, კომპანიამ საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით, შესაბამისი მასალის საქართველოში ჩამოტანა შეძლო. „ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს მდგომარეობას იმ კუთხით, რაც გამოწვეული იყო მსოფლიო მასშტაბით არსებული პირბადეების ზოგადი დეფიციტით. არ შეიძლება, არ აღინიშნოს ფონდ „ქართუს“ ძალიან დიდი წვლილი. „ქართუ“ დგამს კიდევ ერთ უპრეცედენტო ნაბიჯს და 4 მლნ პირბადეს უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს, რაც ძალიან მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს იმ ტვირთს, რომელიც დღეს გაგვაჩნია Covid-19-ის ინფექციასთან ბრძოლიდან გამომდინარე“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტმა ეკატერინე ტიკარაძემ. ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, რომ სამედიცინო ნიღბების საქართველოში წარმოება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ჯანდაცვის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წვლილს. „დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა ებრძვის ახალ, უხილავ მტერს, მსოფლიო პანდემია Covid-19-ს, გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ბრძოლაში. ფონდმა „ქართუმ“ გადაწყვიტა, შეიძინოს და სახელმწიფოს გადასცეს საქართველოში წარმოებული 4 მილიონი სამედიცინო პირბადე. ეს არის პირველი საწარმო საქართველოში, შპს “რესპირატორი”, რომელმაც მოახერხა ამ ხაზის უმოკლეს დროში გამართვა და მწყობრში მოყვანა. ფონდმა „ქართუმ“, როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ 100 მილიონი ჩარიცხა, კოვიდ-19-თან ბრძოლის ფონდში და ამასთან ერთად ახორციელებს შემდგომ დახმარებას სახელმწიფოსთვის. ჩვენ ამ საწარმოსგან აღნიშნულ პირბადეებს შევიძენთ და გადავცემთ სახელმწიფოს, რომელიც მას მოიხმარს როგორც ჯანდაცვის, ისე სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელ ობიექტებში. ვიმედოვნებთ, ამით აღმოიფხვრება ის დეფიციტი, რომელიც მთელ მსოფლიოშია და ბუნებრივია, საქართველოშიც გაჩნდა სამედიცინო დაცვის საშუალებებთან მიმართებაში“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა. უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. კომპანია „რესპირატორი“ დაარსა გუნდმა, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველო“-ს მხარდაჭერით განვითარდა და აქვს ახალი მიმართულება - ციფრული ბეჭდვა UV ტექნოლოგიით, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე უმაღლესი ხარისხის პირბადეებს აწარმოებს.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
ზიარების უღირსად მიმღებნი სასჯელს განიკუთვნებენ, ხოლო გულწრფელად მონანულნი აღივსებიან მადლით
ზიარების უღირსად მიმღებნი სასჯელს განიკუთვნებენ, ხოლო გულწრფელად მონანულნი და სასულიერო პირის წინაშე თავის უძლურებათა დაუფარავად მაღიარებელნი აღივსებიან მადლით, რომელიც უჩვეულოდ ზრდის ჩვენს შინაგან სამყაროს, ჩვენს გულსა და გონებას და შეეწევა ფიზიკურ ძალებს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში არის აღნიშნული. პატრიარქი ეპისტოლეში ზიარების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „ტაძარი როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში, არის განსაკუთრებული ადგილი ღვთის მყოფობისა, ღვთის მეუფების ქადაგებისა; ქრისტეს ეკლესია კი, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად, ქრისტეს მისტიური სხეულია; ეს ერთი მთლიანობაა, რომლის თავიც თვით უფალია. აქ აღსრულებული ყოველი ჟამისწირვა არის წარმოჩენა მაცხოვრის ამქვეყნად შობისა და ცხოვრებისა,ჯვარცმისა და აღდგომისა,ამაღლებისა და მეორედ მოსვლისა; უსისხლოდ ძღვნის შემწირველ მოძღვრებთან ერთად მრევლიც ყოველ ლიტურგიაზე ამ მოვლენების თანაზიარი ხდება და ღმერთთან მიახლების საშუალება ეძლევა, განსაკუთრებით კი, – წმინდა ზიარებით. ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი ეს უდიდესი საიდუმლო თვით მაცხოვარმა დაგვიდგინა ვნების ხუთშაბათს. წმინდა ზიარება არის ზეციური საკვები, არა წარმოსახვითი ან სიმბოლური, არამედ ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი ქრისტესი, რომელიც მოგვეცა ჩვენი სულისა და ხორცის განსაკურნებლად. მისი უღირსად მიმღებნი სასჯელს განიკუთვნებენ, ხოლო გულწრფელად მონანულნი და სასულიერო პირის წინაშე თავის უძლურებათა დაუფარავად მაღიარებელნი აღივსებიან მადლით, რომელიც უჩვეულოდ ზრდის ჩვენს შინაგან სამყაროს, ჩვენს გულსა და გონებას და შეეწევა ფიზიკურ ძალებს. მისი წინა სახე ძველ აღთქმაში იყო ზეციური მანანა. როგორც ცნობილია, იგი ებრაელთა ერს, ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, რწმენაში განსამტკიცებლად ღვთისგან საკვებად ყოველდღიურად ეძლეოდა, რომ არ ყოფილიყო ზეციური მანანა, 40 წლის მანძილზე ყამირ და მოუსავლიან გზებზე მავალიამდენი ხალხი ფიზიკურად ვერ გადარჩებოდა. როგორც მანანას გარეშე რჩეული ერი წმინდა მიწამდე ვერ მიაღწევდა და იქ ვერ დაემკვიდრებოდა, ასევე აღსარებისა და წმინდა ზიარების გარეშე, ადამიანი ცათა სასუფეველს ვერ მიაღწევს და ვერ დაიმკვიდრებს, რადგან ცოდვასა და სიკვდილს მარტო ვერ სძლევს და ვერც მარადიული სიცოცხლის ნეტარებით აღივსება“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.
Primetime
Tbilisi · 2 months ago
რა წესები უნდა დაიცვან სამშენებლო კომპანიებმა, თუ ხვალიდან საქმიანობას გააგრძელებენ
რა წესები უნდა დაიცვან სამშენებლო კომპანიებმა, თუ ხვალიდან საქმიანობას გააგრძელებენ - Primetime
რა წესები უნდა დაიცვან სამშენებლო კომპანიებმა, თუ ხვალიდან საქმიანობას გააგრძელებენ - Primetime
რა წესები უნდა დაიცვან სამშენებლო კომპანიებმა, თუ ხვალიდან საქმიანობას გააგრძელებენ - Primetime
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
რა წესები უნდა დაიცვან ონკოპაციენტებმა კორონავირუსის პანდემიის დროს
ონკოლოგიური დაავადების მკურნალობა ხშირად იწვევს იმას, რომ პაციენტის იმუნური სისტემა სხვაგვარად მუშაობას იწყებს (როგორც წესი, უფრო ცუდად, მაგრამ ზოგჯერ ძალიან აგრესიული ხდება, რაც ორგანიზმისთვის კარგი სულაც არ არის). ამიტომაც დიდ ბრიტანეთში ფილტვის კიბოს ქიმიოთერაპიით ან სხივური თერაპიით მკურნალობისას ადამიანებს განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს მიაკუთვნებენ. ამ კატეგორიაში შედიან ისინიც, ვინც იმუნოთერაპიის კურსს გადიან და მონოკლონალურ ანტისხეულებს, PARP ინჰიბიტორებს ან იმუნოდეპრესიულ საშუალებებს იღებენ. რა თქმა უნდა, აქ გარკვეული ნიუანსები არსებობს. მაგალითად, უცნობია, სინამდვილეში რა გავლენა შეიძლება იქონიოს იმუნოთერაპიამ ახალი კოროვირუსული ინფექციის განვითარებასა და მის მიმდინარეობაზე, მაგრამ გონივრულია მოსაზრება, რომ ეს შეიძლება ნამდვილად საშიში იყოს. ანალოგიურ საფრთხეში არიან ის ადამიანები, რომლებმაც ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ძვლის ტვინი ან ჰემატოპოეზის ღეროვანი უჯრედები გადაინერგეს. იმუნური სისტემა ცუდად მუშაობს ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების დროსაც. მაგალითად, ეს არის ლეიკემია, ლიმფომა და მიელომა. ამ ყველაფრის შედეგად, ადამიანი ინფექციური დაავადებებისადმი მგრძნობიარე ხდება და (ან) მათ შემთხვევაში COVID-19 რთულად მიმდინარეობს. სხვათა შორის, თუ თქვენ ენდოკრინული თერაპიის კურსს იტარებთ, როგორც წესი, ამ დროს პრობლემები არ წარმოიქმნება. ეს პროცედურა იმუნური სისტემის ფუნქციონირებაზე ცუდად არ მოქმედებს. თუ ონკოლოგიური დაავადება წარსულს ჩაბარდა და ადამიანი რემისიის პროცესშია, მაშინ იმუნური სისტემა თანდათან ნორმალურ დონეს უნდა დაუბრუნდეს. მაგალითად, სამედიცინო ონკოლოგიის ევროპული საზოგადოება თვლის, რომ ქიმიოთერაპიის დასრულებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში რისკი განსაკუთრებით მაღალია. თუ თქვენ COVID-19-ის სიმპტომები გაქვთ, მიმართეთ ექიმს! თუ თქვენ ახალი კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები გამოგივლინდათ, თქვენს ექიმს აცნობეთ. დაღლილობა და მომატებული ტემპერატურა შეიძლება იყოს არა მხოლოდ COVID-19- ის სიმპტომები, არამედ ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის შედეგი. თუმცა უმჯობესია, ეს საკითხი ონკოლოგთან განიხილოთ. ამ შემთხვევაში, ექიმთან დაუყოვნებლივ ჩაწერა და ვიზიტის დანიშვნა ნამდვილად არ ღირს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მდგომარეობის შესახებ მას არ გააფრთხილებთ. სპეცილისტების განმარტებით, ყველაზე უსიამოვნო, რაც შეიძლება ამ დროს მოხდეს არის ის, რომ თუ ინფიცირებული პაციენტი თავის სიმპტომებზე წინასწარ არაფერს იტყვის, ის მთელ ადგილობრივ სამედიცინო პერსონალს დააინფიცირებს. ახალი კორონავირუსული ინფექციის გამოვლენისას, შესაძლოა, თქვენ მხოლოდ ოჯახის წევრებისგან იზოლაცია დაგჭირდეთ. თუმცა ხანდახან ჰოსტიპალიზაციაც საჭირო ხდება. ამიტომაც უმჯობესია წინასწარ ჩაალაგოთ ყველაფერი, რაც შეიძლება საავადმყოფოში დაგჭირდეთ: - საგანგებო კომუნიკაციისთვის საჭირო კონტაქტების ჩამონათვალი; - იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებსაც თქვენ იღებთ (აქვე უნდა მიუთითოთ მიღების სიხშირე და დოზა); - ისეთი აუცილებელი ნივთები, როგორიც არის კბილის ჯაგრისი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, მედიკამენტები. როგორც წესი, ასეთ სიტუაციაში რეკომენდებულია ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის შეჩერება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იმუნური სისტემა კიდევ უფრო ცუდად დაიწყებს მუშაობას და სერიოზული გართულებების რისკი მეტად გაიზრდება. როდის უნდა განახლდეს მკურნალობა, საკამათო საკითხია. ზოგიერთი ონკოლოგი COVID-19-ისგან სრულად გამოჯანმრთელებიდან ორი კვირის გასვლას ელოდება, სხვებისთვის კი ახალი კორონავირუსის ტესტის ერთი უარყოფითი პასუხიც კი საკმარისია. უსაფრთხოების რა ზომები უნდა დაიცვას ონკოლოგიურმა პაციენტმა? ონკოლოგიურმა პაციენტმა უსაფრთხოების უფრო გამკაცრებული ძირითადი ზომები უნდა დაიცვას: - ხელები სწორად დაიბანეთ და ფრჩხილები მოკლედ დაიჭერით (გრძელი ფრჩხილების პირობებში ხელის კარგად დაბანა უფრო რთულია); - დარჩით სახლში და თუ გარეთ გახვალთ, ხალხს მოერიდეთ. ორი მეტრის ან უფრო მეტი დისტანცია საუკეთესო ვარიანტია. სამედიცინო ონკოლოგიის ევროპული საზოგადოება თვლის, რომ თქვენი ოჯახის წევრებმაც იგივე წესები უნდა დაიცვან. თუ ისინი ამას ვერ ახერხებენ, მათგან იზოლაციაში უნდა იყოთ. მაგალითად, საკუთარ თავს ერთი ოთახი გამოუყავით და შეეცადეთ, ოჯახის სხვა წევრებს არ მიუახლოვდეთ. ხშირად გაანიავეთ სახლი, ზედაპირებს დეზინფექცია ჩაუტარეთ და მხოლოდ თქვენთვის გამოყოფილი პირსახოცით ისარგებლეთ. - არ ეკონტაქტოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ახალი კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები აქვთ. თუმცა შესაძლოა, ექიმმა სხვა რეკომენდაციაც გასცეს. მაგალითად, თუ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ისედაც შეზღუდულია, შეიძლება დამატებითი შეზღუდვა მოიხსნას. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ არ არსებობს სპეციალური რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ თქვენ სამედიცინო ნიღაბი ან რესპირატორი უნდა ატაროთ, თუ გრიპის ან ახალი კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები არ გაქვთ. თუმცა ზოგიერთი ექიმი ასეთ რეკომენდაციასაც გასცემს. ექიმთან კონსულტაცია გაიარეთ და თუ შესაძლებელია, მკურნალობა გადადეთ სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტი დღეს განსაკუთრებით საშიშია. აქ ადვილად შეიძლება დაინფიცირდეთ ახალი კორნავირუსით, რაც განსაკუთრებით ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებისთვის არის საშიში. ამიტომაც თუ სამედიცინო კონსულტაცია შეგიძლიათ დისტანციურად მიიღოთ, უმჯობესია ასე მოიქცეთ. როგორ მოვემზადო დისტანციური კონსულტაციისთვის? მოცემულ სიტუაციაში ექიმი მაქსიმალურად შეეცდება, თქვენი ვიზიტი უკეთესი დროისთვის გადადოს ან ისინი უფრო ხანმოკლე და იშვიათი გახადოს. ეს თქვენს მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუ თქვენი ვიზიტი მაინც აუცილებელია, უმჯობესია სამედიცინო დაწესებულებაში თანმხლები პირების გარეშე მიხვიდეთ (მათ შეგიძლიათ ტელეფონით დაუკავშირდეთ). თუმცა ექიმის დანიშნულების ან რეცეპტის მიღება თქვენ ნაცვლად თქვენ ჯანმრთელ ახლობელს ნამდვილად შეუძლია. ეს ეხება ნარკოტიკულ პრეპარატებსაც, მაგრამ თქვენს ჯანმრთელ ნათესავებს ხშირად შეუძლიათ მიიღონ რეცეპტები და მედიკამენტები თქვენთვის. ეს ასევე ეხება ნარკოტიკულ საშუალებებს. ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენ დიაგნოსტიკის გადადებაც შეგიძლიათ. განსაკუთრებით მაშინ, თუ წინასწარი გამოკვლევების დროს დადგინდება, რომ დაავადება სწრაფად არ პროგრესირებს. ასევე შეგიძლიათ მინიმალური დიაგნოსტიკური ტესტები ჩაიტაროთ. არსებობს მრავალი შემთხვევა, როდესაც თქვენ შეგიძლიათ მკურნალობა გადაიტანოთ იმ დროისთვის, როდესაც მისი ჩატარება გაცილებით უსაფრთხო იქნება. თუ მკურნალობა პალიატიურია, მისი გადადებაც შესაძლებელია, რადგან ამ დროს ახალი კოროვირუსული ინფექციის განვითარების რისკები და ფატალური შედეგი შეიძლება უფრო მაღალი იყოს. ამასთანავე, სავარაუდოდ, ადამიანი გარდაიცვლება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც ნათესავები არ დაიშვებიან. ხანდახან მკურნალობა შეიძლება კი არ გადაიდოს, არამედ შეიცვალოს ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება ქირურგიული ჩარევა მართლაც საჭირო იყოს, მაგრამ პოსტოპერაციის პერიოდზე COVID–19-ის დართვამ მსუბუქი მდგომარეობა გაართულოს. ამიტომაც სპეციალისტები ცდილობენ, მსგავსი სიტუაციები მაქსიმალურად აირიდონ. ამ კატეგორიაში არიან ფილტვის, კუჭის, საყლაპავის, პანკრეასისა და კოლორექტალური კიბოს მქონე პაციენტები. აქედან გამომდინარე, ექიმს ზოგჯერ შეუძლია ალტერნატივის სახით პაციენტს ქიმიოთერაპია შესთავაზოს, თუ ის მოცემულ სიტუაციაში ნაკლებად საშიში ჩანს, ოპერაცია კი მოგვიანებით დანიშნოს. ზოგჯერ შესაძლებელია პრეპარატების ინტრავენური შეყვანა ან მათი აბებით ჩანაცვლება. ჩვეულებრივ სიტუაციაში ზოგიერთ პაციენტს კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორები ენიშნება. ეს არის ნივთიერებები, რომლებიც იმუნურ სისტემას აღდგენასა და სწორად ფუნქციონირებაში ეხმარება. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ ქიმიოთერაპიის გამო პაციენტს ინფექციის განვითარების ძალიან მაღალი რისკი აქვს. დღეს უკვე კლინიკური ონკოლოგიის ამერიკული საზოგადოება გვთავაზობს ასეთი წამლების დანიშვნას იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც ამ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან. ისინი რეკომენდაციას უწევენ ანტიბიოტიკების პროფილაქტიკური მიზნით დანიშვნასაც (ანტიბიოტიკები ეფექტიანი არ არის კორონავირუსული ინფექციის მკურნალობისთვის, მაგრამ შეუძლია ბაქტერიულ გართულებებს გაუმკლავდეს). აქვე იცის უნდა ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სანდო სამედიცინო ინფორმაციის მიღება.
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 week ago
ჯანდაცვის სამინისტრომ ეროვნული გამოცდებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა
ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის. რეკომენდაციების თანახმად, გამოსაცდელ პირთა მიღებისას საგამოცდო ცენტრებში დაცული უნდა იყოს წინასწარ განსაზღვრული წესები, რომელთა თანახმადაც, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%-ზე გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება; აბიტურიენტთა რეგისტრაციისთვის დარბაზში წინასწარ ადგილების მონიშვნა, სადაც უსაფრთხო დისტანციის, მინიმუმ ორი მეტრის დაცვით უნდა მოხდეს. აუცილებელია რეგისტრატორების აღჭურვა სახის დამცავი ფარით და ნიღბით ან რეგისტრატორის სამუშაო მაგიდაზე დამცავი გამჭვირვალე ბარიერის გამოყენებით. გარდა ამისა, უსაფრთხოების მიზნით, უნდა მოხდეს ერთიან შესასვლელთან თერმოსკრინინგი სპეციალური ვიდეოდანადგარის ან დისტანციური თერმომეტრის საშუალებით. მაქსიმალურად უნდა შემცირდეს მეთვალყურეთა რაოდენობა, ან მოხდეს როტაციის პრინციპის გამოყენება იმგვარად, რომ ერთ სესიაზე ერთ სექტორში არაუმეტეს ორმა მეთვალყურემ შეასრულოს თავისი ვალდებულებები. აუცილებელია, მიეწოდოთ ინფორმაცია პერსონალსა და გამოსაცდელებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ. ამასთან, რესპირატორული სინდრომების/ცხელების მქონე გამოსაცდელებისთვის უნდა გამოიყოს სარეზერვო სექტორი. „ყველა საგამოცდო ცენტრის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით; არ დაუშვათ პერსონალი, მეთვალყურეები და გამოსაცდელები საგამოცდო ცენტრში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე; განათავსეთ დეზინფექციისთვის საჭირო 60-70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი სამუშაო ადგილზე პერსონალისთვის, ხოლო გამოსაცდელებისთვის – ყოველი საგამოცდო სექტორის შესასვლელში; ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენეთ სანიტარიული შესვენება; უზრუნველყავით პერსონალისა და გამოსაცდელებისთვის სველ წერტილებში ხელის ჰიგიენა წყლითა და თხევადი საპნით, ხოლო ხელის გასამშრალებლად განათავსეთ ერთჯერადი ხელსახოცები. გამოაკარით ხელის ჰიგიენის წესები; სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციისათვის საოფისე სივრცეში ავეჯი ისე განალაგეთ, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია; გამოყავით პირები, რომლებიც პერიოდულად დაასუფთავებენ ხშირად შეხებად ზედაპირებს შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით; გელიანი კალმები, რომლებსაც ხშირად იყენებენ გამოსაცდელები, ყოველი მოხმარების შემდეგ გაწმინდეთ სადეზინფექციო ხსნარით; სექტორები, ოფისები და საერთო სარგებლობის ფართები აღჭურვეთ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერებით, რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ; თავდაპირველად გამოცდების დაწყებამდე, ხოლო შემდგომ ყოველი სესიის დასრულებისას ლეპტოპები დაამუშავეთ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარში დასველებული ერთჯერადი ხელსახოცებით. გამოსაცდელები წინასწარ გააფრთხილეთ იმის შესახებ, რომ ზედმეტი ნივთები, გარდა კალმისა და აუცილებელი ნივთებისა, საგამოცდო ცენტრში არ შემოიტანონ. სხვა შემთხვევაში უზრუნველყავით ნივთების მოთავსება სპეციალურ პარკებში და შემდეგ მათი უსაფრთხოდ გატანა. ამ შემთხვევაში პერსონალი უნდა აღიჭურვოს ნიღბით და სახის დამცავი ფარით“,- წერია რეკომენდაციებში. რაც შეეხება საგამოცდო სექტორებში სამუშაო მაგიდების განთავსების წესებს, სამუშაოდ უნდა მოხდეს სექტორის მხოლოდ 50%-ის გამოყენება. სამუშაო მაგიდები წინა მხრიდან უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გამჭვირვალე დამცავი ფარებით/ბარიერებით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება უნდა იყოს არანაკლებ ორი მეტრისა, ხოლო ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი არანაკლებ ერთი მეტრისა. ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით. გამოცდის მიმდინარეობისას კონდიციონერის ჩართვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო სივრცეში ჰაერის ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსს და კონდიციონერის მუშაობის პროცესში საგამოცდო სივრცეში მყოფ ყველა პირს უნდა ეკეთოს ნიღაბი. „რეკომენდაციის თანახმად, თუ გამოსაცდელს გამოცდის წინა დღეებში ექნება მაღალი ტემპერატურა, მან უნდა ჩაიტაროს „პისიარ“ ტესტი და წარმოადგინოს ცნობა, რომ არ არის კოვიდით ინფიცირებული. ასევე, თუ აქვს ქრონიკული სიცხე, უნდა მოიტანოს სამედიცინო დაწესებულების ოჯახის ექიმის ცნობა (ფორმა 100); თუ გამოსაცდელს 37 გრადუსზე ან 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა აღენიშნა, 15 წუთში უნდა გადაუმოწმოთ ტემპერატურა ვერცხლისწყლის თერმომეტრით. გადამოწმების შემდეგ 37.5 გრადუსამდე შედეგის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი: თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული და მიღებული „პისიარ“ ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ მისი განთავსება ხდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო დარბაზში. შემთხვევა კი აღინიშნება შენიშვნით, რომელსაც მომდევნო გამოცდაზე უნდა მიექცეს ყურადღება“,- წერია დოკუმენტში. ცენტრის პერსონალი ვალდებულია დაიცვას ჰიგიენის წესები მის სამუშაო ადგილზე. სამუშაოს შესრულებისას სრულად გამოიყენოს ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც დამსაქმებელმა მიაწოდა. სამუშაოს დასრულების შემდეგ სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთაოს ის ადგილები და ხელსაწყოები, რომლებსაც იყენებდა მუშაობისას. ხელის ჰიგიენა ჩაიტაროს ხშირად. რაც შეეხებათ გამოსაცდელებს, მათი ვალდებულებებია: „საგამოცდო ცენტრში არ შემოიტანოთ ზედმეტი ნივთები (გარდა გელიანი კალმისა და აუცილებელი ნივთებისა); სხვა შემთხვევაში ნივთები დატოვეთ ამ ნივთების შენახვისათვის განკუთვნილ ადგილას; საგამოცდო ცენტრში ვალდებული ხართ გეკეთოთ ნიღაბი: ა) სამუშაო მაგიდასთან კუთვნილი ადგილის დაკავებამდე; ბ) საგამოცდო სექტორის დატოვების დროს; გ) სხვა პირებთან კომუნიკაციის დროს; დ) საგამოცდო სექტორში კონდიციონერის მუშაობისას; ე) 37 გრადუსზე მეტი სხეულის ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში (მიუხედავად „პისიარ“ ტესტირების კოვიდ-უარყოფითი შედეგისა). მითითების შემთხვევაში დაიმუშავეთ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით; მაქსიმალურად დაიცავით სოციალური დისტანცია; დაიცავით წესები, რომლებიც დაკავშირებულია ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებთან“, – წერია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში.
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
ნიუ იორკელი ექიმის 1 დღე ემერჯენსში – „ხველის კაკაფონიაა, დამცავს იკეთებ“
კრეგ სპენსერი, ნიუ იორკის პრესბიტერიანის/კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის გადაუდებელი მედიცინის გლობალური ჯანდაცვის დირექტორია. 24 მარტს ტვიტერზე დატვიტა, თუ რა შრომის გაწევა უწევთ ყოველდღიურად ნიუ იორკში მომუშავე ექიმებს. ერთ დღეში ექიმის ტვიტს 65 ათასზე მეტი გაზიარება აქვს. მოგვიანებით ექიმის წერილი გამოქვეყნდა “ვოშინგტონ პოსტზე” და სიენენზე. „იღვიძებ 6:30-ზე. პრიორიტეტულია დიდი ჩაიდნით ყავის გაკეთება მთელი დღე რომ გეყოს, რადგან კაფე საავადმყოფოს გვერდით დაკეტილია. სტარბაქსიც დაკეტილია. ყველაფერი დაკეტილია. ფეხით მიდიხარ, გზად კი კვირა დღე გგონია. გარეთ არავინაა. შესაძლოა გამყინავი წვიმის ბრალია. ან ძალიან ადრეა. რაც უნდა იყოს, კარგია ასე რომაა. მიხვედი დილის 8 საათის ცვლაში: შემაცბუნებელია ადრიანი დილის ქუჩის სიმშვიდე რამდენად უეცრად შეიცვალა. ემერჯენსის განყოფილების განათება თვალების დამცავებზე ირეკლება. ხველის კაკაფონია ისმის. შენ ჩერდები. ნიღაბს და დამცავს იკეთებ. შედიხარ. წინა ჯგუფისგან ცვლას გადაიბარებ, თუმცა თითქმის ყველა პაციენტი ერთი და იმავე მდგომარეობაშია, ახალგაზრდაც და მოხუციც: ხველა, სუნთქვის გაძნელება, ცხელება. პერსონალი ერთ პაციენტზე განსაკუთრებით ღელავს. ძალიან უჭრის სუნთქვა, ჟანგბადის მაქსიმალურ მოცულობას ვაძლევთ, თუმცა მისი სუნთქვა მაინც აჩქარებულია. სასწრაფოდ ამოწმებ პაციენტს. ცხადია ეს რაცაა და რაც უნდა გაკეთდეს. პაციენტთან და მის ოჯახთან ტელეფონით ხანგრძლივი და გულწრფელი განხილვა გაქვს. ჯობია ახლავე მართვით სუნთქვაზე, სანამ სიტუაცია ბევრად უარესი გახდება. ემზადები ამისთვის და ამ დროს გატყობინებენ, რომ ძალიან ცუდად მყოფი პაციენტი შემოჰყავთ. იქით მირბიხარ. ეს პაციენტიც ძალიან მძიმედაა, ღებინებით. მასაც დაუყოვნებლივ სჭირდება მართვითი სუნთქვის აპარატი. გადაგყავს ეს პაციენტები. ორი პაციენტი, გვერდიგვერდ ოთახში, ორივეს სასუნთქი მილი უკეთდება. ჯერ დილის 10 საათიც არაა. 12-საათიანი ცვლის განმავლობაში, თითქმის ყოველ საათში იღებ შეტყობინებას: მდგომარეობა: ძალიან მძიმე პაციენტი, სუნთქვის უკმარისობა, ცხელება. ჟანგბადი 88 პროცენტზე. მდგომარეობა: სისხლის დაბალი წნევა, სუნთქვის გაძნელება, დაბალი ჟანგბადის შემცველობა. მდგომარეობა: დაბალი ჟანგბადის შემცველობა, ვერ სუნთქავს, ცხელება. მთელი დღე… შუადღისას აცნობიერებ, რომ წყალი საერთოდ არ დაგილევია. ნიღბის მოხსნის გეშინია. ეს ერთადერთია, რაც გიცავს. ცოტას კიდევ გაძლებ – ებოლას დროს დასავლეთ აფრიკაში, საათობით იყავი ცხელ აღჭურვილობაში წყლის გარეშე. კიდევ ერთი პაციენტი… გვიანი შუადღისას საჭმელი უნდა ჭამო. ქუჩის გადაღმა რესტორანი დაკეტილია. ჰო, ყველაფერი დაკეტილია. საბედნიეროდ საავადმყოფოს სასადილო ღიაა. რაღაცას იღებ, ხელს იბან (ორჯერ), ფრთხილად იხსნი ნიღაბს და შეძლებისდაგვარად სწრაფად ჭამ. ისევ ბრუნდები. იკეთებ ნიღაბს. შედიხარ. თითქმის ყველა, ვინც დღეს შემოიყვანეს ერთნაირ მდგომარეობაშია. ყველას ინფიცირებულად ვთვლით. გვაცვია ხალათები, სათვალეები და ნიღბები ყველა შემთხვევაში. მთელი დღე. ეს ერთადერთი საშუალებაა თავის დასაცავად. სად წავიდა ყველა გულის შეტევა და ბრმა ნაწლავის შემთხვევები? ყველა COVID-19-ია. როდესაც შენი ცვლა სრულდება, შემდეგ ჯგუფს აბარებ. ყველა COVID-19-ია. ბოლო კვირის მანძილზე ყველამ ვისწავლეთ ნიშნები – დაბალი ჟანგბადის შემცველობა, უჩვეულოდ დაბალი ლიმფოციტები, მომატებული ცილის ფრაგმენტები. ინფორმაციას ცვლი ქალაქის ექიმ მეგობრებთან, რომელთაც არ აქვთ პირადი დამცავი აღჭურვილობა. საავადმყოფოებს სუნთქვის აპარატები არ ყოფნით. სანამ გახვალ, ყველაფერს წმენდ. შენს ტელეფონს, შენს ბეიჯს, შენს საფულეს, შენს ყავის ჭიქას. ყველაფერს. ყველაფერს ქლორში ახრჩობ. ყველაფერს ცელოფანში კრავ. არანაირი რისკი არ უნდა გაწიო. თუმცა, მაინც არ ხარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი გაწმინდე. კიდევ ერთხელ წმენდ. ზედმეტი სიფრთხილე აქ არ არსებობს. გამოდიხარ და იხსნი ნიღაბს. თავი შიშველი და დაუცველი გგონია. ჯერ ისევ წვიმს, მაგრამ სახლში ფეხით უნდა მიხვიდე. ასე მეტროსა და ავტობუსზე უფრო უსაფრთხოდ გრძნობ თავს, თან ცოტა განიტვირთები. ქუჩები ცარიელია. შიგნით რაც ხდება იმისგან სრულად განსხვავებულია. იქნებ ხალხმა არც იცის? სახლში მიხვედი. დერეფანში იხდი (არა უშავს, მეზობლებმა იციან, რასაც აკეთებ). ყველაფერს ცელოფანში ათავსებ. მეუღლე ცდილობს, ბავშვი დაიკავოს, მას დღეებია, არ უნახიხარ და ძალიან რთულია. შხაპისკენ მირბიხარ. ყველაფერი უნდა ჩამოიბანო. ასე ბედნიერი არასოდეს ყოფილხარ. საავადმყოფოები ზღვარს უახლოვდებიან. სასუნთქი აპარატები გვითავდება. სასწრაფო დახმარების მანქანები არ ჩერდება. ყველა, ვინც დღეს ვნახეთ ერთი კვირის წინ ან უფრო დაინფიცირდა. რიცხვები უდავოდ ძალიან გაიზრდება ერთ ღამეში, როგორც ხდებოდა ბოლო რამდენიმე დღეა. უფრო მეტი მოვა ემერჯენსიში. მეტი შეტყობინება იქნება მათ მდგომარეობაზე. კიდევ უფრო მეტს დასჭირდება სუნთქვის აპარატი. ძალიან დავაგვიანეთ ვირუსის შეჩერება. წერტილი. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მისი გავრცელების შენელება. ვირუსი ვერ მისწვდება იმ ადამიანებს, ვისაც არ შეხვდება. დარჩით სახლში. სოციალური დისტანცირება ერთადერთია, რასაც ჩვენი გადარჩენა შეუძლია. ჩემთვის სულ ერთია რამხელა ეკონომიკური გავლენა ექნება ამას, რადგან ამდენი სიცოცხლის გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია. შეიძლება გაიგოთ ადამიანების ნათქვამი, რომ ეს რეალობა არაა. რეალობაა. შეიძლება გაიგოთ ადამიანების ნათქვამი, რომ ეს არც ისე ცუდია. ცუდია. შენი წილი შეასრულე. დარჩი სახლში. იყავი უსაფრთხოდ. და ყოველ დღე, მე ვიმუშავებ შენთვის”.#covid19 #usa #doctor #stopcovidd
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
EMC მოუწოდებს შრომის ინსპექციას, დაუყოვნებლივ ჩაატაროს სპარის ინსპექტირება
ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მიიჩნევს, რომ სუპერმარკეტ სპარის გადაწყვეტილება, მთელი ღამით სამუშაო ადგილზე დატოვოს დასაქმებულები, ღირსეული შრომის უფლებას საფრთხეს უქმნის. EMC-ს ინფრომაციით, დასაქმებულები ღამეს შეუსაბამო პირობებში ათევენ, ისინი კვირაში მინიმუმ 60 საათს მუშაობენ და არათუ ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურება არ ხდება, არამედ ქსელის მასშტაბით ხელფასების მასიური დაქვითვის პროცესი მიმდინარეობს. "მძიმე პრობლემად რჩება დაბალი ანაზღაურება (ჩვენი ინფორმაციით, ქსელში დასაქმებულთა ანაზღაურება 300-დან 500 ლარამდე მერყეობს), ისევე როგორც დაცვის სამსახურის არარსებობა. (შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ სამუშაოს შესრულებისას მომხმარებლის მიერ მიყენებულმა დაზიანებამ „სპარის” კონსულტანტის სიცოცოხლე შეიწირა) „სპარის” განცხადება იმის შესახებ, რომ კონსულტანტების სამუშაო რეჟიმი „ნებაყოფლობითია,” მათ რეალურ სოციო-ეკონომიკურ და შრომით მდგომარეობას ნიღბავს. სერვისის სექტორში დასაქმებულებს არ აქვთ პროფკავშირი, რომელიც მათ უფლებებს დაიცავდა, უმუშევრობის დაზღვევისა და შემწეობის სისტემების არარსებობა კი სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში მათ შემოსავლის გარეშე ტოვებს. ეს ფაქტორები „სპარსა” და სხვა საცალო ვაჭრობის ქსელებში დასაქმებულ კონსულტანტებს არჩევანის გარეშე ტოვებს მითუმეტეს იმ პირობებში, როცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დასაქმების ალტერნატიული წყაროები ფაქტობრივად არ არსებობს, აიძულებს დამსაქმებლის პირობებს დაემორჩილონ. სპარის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საცალო ვაჭრობის ქსელებში დასაქმებული კონსულტანტების უსაფრთხოებას, ღირსეულ შრომით პირობებსა და ანაზღაურებას შრომითი უფლებების დაცვის არსებული მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათი რეფორმირების აუცილებლობას. როგორც კონსულტანთა შრომასთან დაკავშირებული რისკები, ისე მისი დიდი მნიშვნელობა განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა პანდემიის პირობებში, როცა ისინი იმ მოქალაქეთა შორის აღმოჩნდნენ, ვისი შრომაც საგანგებო მდგომარეობის ვითარებაშიც კი გრძელდება." - აღნიშნულია განცხადებაში. EMC სპარის დაუყოვნებლივ ინსპექტირებას მოითხოვს და მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს: ჩაატაროს სისტემატიური მონიტორინგი სასურსათო მაღაზია „სპარის“ მიერ შრომითი უფლებების დაცვის მდგომარეობის გადამოწმებისა და მაღაზიაში შემქნილი შრომითი პირობების აღწერის მიზნით. აღწეროს და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები იმაზე, თუ რამდენად დაცულია სასურსათო მაღაზია „სპარში“ თითოეული დასაქმებულის უფლება: უარი განაცხადოს შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის ცვლილებაზე, კერძოდ მაღაზიაში ღამე დარჩენის მოთხოვნაზე[1]. მოითხოვოს სამუშაო გრაფიკის მისადაგება საგანგებო მდგომარეობის ვადით გათვალისწინებულ შეზღუდვებთან. მოითხოვოს ცვლებს შორის დასვენების ხანგრძლივობა, მინიმუმ 12 საათის ოდენობით.[2] უარი თქვას დამსაქმებლის შესაძლო მოთხოვნაზე, დღის ცვლის შემდეგ, დარჩეს მაღაზიის ტერიტორიაზე ღამის გასათევად. სასურსათო მაღაზიაში ღამის გათევა, მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა მაღაზია, ჩაეთვალოს სამუშაო საათებად და ანაზღაურდეს შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად, სრულად. შემოწმდეს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა სუპერმარკეტის ქსელის ყველა ობიექტზე, მათ შორის ობიექტებში არსებული საწყობები და დასასვენებელი ადგილები. საზოგადოების მაღალი ინსტერესის გათვალისწინებით, მონიტორინგის შედეგები იყოს მაქსიმალურად საჯარო.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
პრემიერთან შეხვედრაზე კერძო კლინიკებმა მზადყოფნა გამოთქვეს
საქართველოში არსებული კერძო კლინიკების ხელმძღვანელები მზადყოფნას გამოთქვამენ, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს გვერდით დაუდგნენ და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები საკუთარ კლინიკებში მიიღონ, - ამ თემაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, დღეს კერძო კლინიკების ხელმძღვანელ პირებს ესაუბრა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირველ ეტაპზე, ძირითად დატვირთვას მიიღებენ სახელმწიფო კლინიკები და ამ მიზნით, უკვე მომზადებულია რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება. თუმცა, ვინაიდან ქვეყანა გადადის ვირუსის გავრცელების ეტაპზე, შესაძლოა, დადგეს დამატებითი საწოლების ფონდის მოძიების აუცილებლობა, რაშიც კერძო სექტორის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. კერძო კლინიკების წარმომადგენლებმა დაადასტურეს სრული მზაობა, გამოყონ კლინიკები, როგორც თბილისში, ისე მათ შორის რეგიონულ ცენტრებში, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საჭიროება სახელმწიფოს წინაშე დადგება. ამასთანავე, შეხვედრაზე განხილული იყო დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები და პირველადი დაცვის საშუალებების დეფიციტის პრევენცია. ამ კუთხით პოზიტიურად შეფასდა ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პირბადეების და სადეზინფექციო საშუალებების საქართველოში წარმოება დაიწყო. კერძო კლინიკების ხელმძღვანელებმა ეფექტურად შეაფასეს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და კოორდინაციის მაღალი დონე. შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა კერძო სამედიცინო დაწესებულებების პერსონალის მზადყოფნის აუცილებლობას და ამ კუთხით, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას. განიხილეს კლინიკებში არსებული მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობა და მზადყოფნის ხარისხი შესაბამისი აღჭურვილობის მიმართულებით. შედგა შეთანხმება, რომ სახელმწიფოსა და კერძო კლინიკებს შორის აქტიური კომუნიკაციის რეჟიმი გაგრძელდება და ამ პროცესს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უხელმძღვანელებს. შეხვედრაში 20-მდე კერძო კლინიკის ხელმძღვანელი პირები და მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.