http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141134
ივანიშვილისთვის ეს არის ცხოვრების ჩვეული სტილი - ქველმოქმედება - საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგომა - ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა, რითაც ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 100 მილიონი ლარის გადარიცხვას გამოეხმაურა.
"90-იანი წლებიდან მოყოლებული, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არის ცხოვრების ჩვეული სტილი - ქველმოქმედება - საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგომა. ამის გაგრძელება იყო ის, რაც ვიხილეთ გუშინ, როდესაც ეს თანხა აისახა შესაბამის ფონდში. ყოველთვის მისასალმებელია, როდესაც ხარ იმედიანად, რომ ქვეყანას და ხალხს ჰყავს ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ასეთი სერიოზული ქველმოქმედება, ასეთი სერიოზული დონაცია გააკეთოს და ეს გააკეთოს იმისათვის, რომ რაც შეიძლება შემცირდეს კოვიდ-19 -ის მიერ გამოწვეული ზიანი", - ამბობს მდინარაძე.