იტალიაში კორონავირუსით მინიმუმ 100 ექიმი გარდაიცვალა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141138 იტალიაში კორონავირუსს სულ მცირე 100 ექიმი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის ექიმთა ასოციაცია ავრცელებს. გარდაცვლილთაგან 80 ექიმი ჩრდილოეთ იტალიაში მუშაობდა, სადაც ვირუსით ინფიცირების რიცხვი ყველაზე მაღალი იყო. სულ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით, „კოვიდ-19“-ით 13 522 ექიმია დაინფიცირებული. იტალია პირველ ადგილზეა ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით, ვირუსს 17 669 ადამიანი ემსხვერპლა
0