ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141139 ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ესპანეთში ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის მონაცემებით, ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი 15 238-ია, ერთ დღეში გარდაცვლილთა რაოდენობამ კი წინა ორ დღესთან შედარებით იკლო. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 683 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 74 ნაკლებია ოთხშაბათს დაფიქსირებულ შედეგთან. ხუთშაბათს გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდის ტემპი 4, 7% იყო, ოთხშაბათს კი 5, 5%. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 929-ით გაიზარდა და 85 043 შეადგინა. ოთხშაბათთან შედარებით ეს 1, 1%-იანი ზრდაა. ესპანეთში ვირუსისგან ჯამში 52 165 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
0