RADIOHEAD კონცერტების ჩანაწერების იუთუბზე გამოქვეყნებას იწყებს

0
Radiohead მსმენელისთვის კარანტინის შესამსუბუქებლად ყოველ კვირას კონცერტების ჩანაწერებს იუთუბის ოფიციალურ არხზე გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ბრიტანულმა ჯგუფმა ინფორმაცია ოთხშაბათს, 8 აპრილს გაავრცელა. "ახლა, როდესაც თქვენზე აღარ არის დამოკიდებული გაატარებთ თუ არა ღამეს სახლში, გთავაზობთ კონცერტის პირველ ჩანაწერს.", - წერია ჯგუფის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე. პირველი კონცერტი, რომელიც Radiohead-მა გამოაქვეყნა, 2000 წლის 7 ოქტომბერს დუბლინში გაიმართა. შეგახსენებთ, რომ იანვარში Radioehead-მა თავის ვებგვერდზე ონლაინ ბიბლიოთეკა შექმნა. ბიბლიოთეკის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ მათ კონცერტებს, პერფორმანსებსა და გამოსვლებს გაეცნონ.
#რედიოჰედი
Tbilisi
United Kingdom
0